კოსმოსში არანაირი ხმა არ ვრცელდება, ბგერის გასავრცელებლად, რომელიც მექნიკურ რხევას წარმოადგენს, საჭიროა გარემო, რომელშიც ამ რხევების ტალღა გავრცელდება. ღია კოსმოსში კი საქმე გვაქვს ვაკუუმთან, რომელშიც არანაირი ბგერა არ ვრცელდება. კოსმოსურ სადგურს გარეთ მყოფ ასტრონავტთან კავშირი მხოლოდ რაციითაა შესაძლებელი. რადიოგადამცემი ასხივებს ბგერებით მოდულირებულ რადიოტალღებს, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას კი გასავრცელებლად გარემო არ ჭირდება, პირიქით, ვაკუუმში ის კიდევ უფრო დაუბრკოლებლად ვრცელდება.
რაციის დინამიკიდან, სკაფანდრში მყოფ ასტრონავტს ხმა ესმის იმ ჰაერში გავრცელებით, რომელიც ქმნის დედამიწისმაგვარ მინი ატმოსფეროს სკაფანდრში. ღია კოსმოსში მყოფი ორი ასტრონავტიც რაციის საშუალებით სარგებლობს. რაც არ უნდა ახლოს მივიდნენ ერთმანეთთან და რაც არ უნდა ხმამაღალი ბგერა გამოსცენ, მაინც ვერაფერს გააგებინებენ ერთმანეთს, რადგან მათ შორის ბგერის გაუმტარი ვაკუუმია. თუ ისინი სკაფანდრებით ერთმანეთს შეეხაბიან, მაშინ ზედაპირების შეხების ადგილზე ბგერა გავრცელდება და ხმაც გაისმება.