ესმით თუა რა სკაფანდრში მყოფ ასტრონავტებს კოსმოსის ხმები? (iamghostdevil).

კოსმოსში არანაირი ხმა არ ვრცელდება, ბგერის გასავრცელებლად, რომელიც მექნიკურ რხევას წარმოადგენს საჭიროა გარემო, რომელშიც ამ რხევების ტალღა გავრცელდება. ღია კოსმოსში კი საქმე გვაქვს ვაკუუმთან, რომელშიც არანაირი ბგერა არ ვრცელდება. კოსმოსურ სადგურს გარეთ მყოფ ასტრონავტთან კავშირი მხოლოდ რაციითაა შესაძლებელი. რადიოგადამცემი ასხივებს ბგერებით მოდულირებულ რადიოტალღებს, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას გასავრცელებლად გარემო არ ჭირდება, პირიქით ვაკუუმში ის კიდევ უფრო დაუბრკოლებლად ვრცელდება.