ერთი თეფში მარსული მოცვი

  2004 წელს, მარსმავალ „ოპორტუნიტის“ დაშვების ადგილთან, რკინისა და ქანებისგან შემდგარი ათასობით ნაცრისფერი სფერულები აღმოაჩინეს, რომლებიც გარეგნულად მოცვს წააგავს. „ოპორტუნიტი” ღრმულს წააწყდა, რომელშიც უამრავი ასეთი სფერო იყო თავმოყრილი. ამ ადგილის გამოსახულება, რომელსაც მოცვის ფილა ეწოდა, აპარატის მუშაობის დაწყებიდან 48-ე სოლზე იქნა მიღებული. ერთი სფეროს საშუალო დიამეტრი 4 მმ-ია. სფეროების გროვის მარცხნივ მდებარე ლაქის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მისი და სფეროების ქიმიური შემადგენლობა ძალიან განსხვავებულია. ეს ინფორმაცია ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უცნაური პატარა ნაცრისფერი სფეროები, შორეულ წარსულში იქ არსებულ ტალახიან წყალსატევში წარმოიქმნა (“ოპორტუნიტი”- მარსის საუკეთესო მკვლევარის მოკლე ისტორია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.