დიდი ადრონული კოლაიდერის სამუშაო ციკლში ტექნიკურად მნიშვნელოვანი ეტაპი შედის – კონათა გაწმენდა. პროტონების კონები, რომლებიც კოლაიდერის ამაჩქარებელ რგოლში შედიან, ჯერ კიდევ საკმაოდ „ჭუჭყიანები“ არიან. ისინი ფართო ჰალოს შეიცავენ – ძირითადი მასიდან ამოვარდნილ პროტონებს(ატომი), რომლებიც კოლაიდერის ვაკუუმურ მილში აქეთ-იქეთ ეხლებიან. ასეთი ნაკადების შეჯახება არ შეიძლება, რადგან მგრძნობიარე აპარატურას ეს ჰალო მაშინვე დააზიანებს. კონებს სწორედ ჰალოს მოსაშორებლად ასუფთავებენ.
კონათა გასუფთავება ხდება კოლიმატორებით – სპეციალური მასიური ბლოკებით, რომლებიც კონებთან ახლოს არიან განლაგებულნი და პროტონულ ჰალოს შთანთქავენ. ეს ოპერაცია უსაფრთხო არა რის. კოლიმატორში მოხვედრილი პროტონები ახალ ნაწილაკთა ჭავლებს უშვებენ, რომლებსაც მეორე და შემდეგ მესამე რიგის კოლიმატორები შთანთქავენ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ რადიაციულ დატვირთვას ახდენს აპარატურაზე, რაც უფრო ძლიერად მიმდინარეობს წმენდა, მით მეტია დასხივების დოზა. 2012 წელს, როცა კონათა წმენდას მკაცრი მოთხოვნები ჰქონდა წაყენებული, სამუშაოთა დაახლოებით 40 ციკლი(თითოეული რამდენიმე საათით) იმიტომ დაიკარგა, რომ წარმოქმნილი რადიაცია სისტემის დაცვის მოწყობილობის ამუშავებასა და კონების მოშორებას იწვევდა. ამ სიტუაციაში გასაკვირი არაა, რომ ფიზიკოსები და ინჟინრები ეფექტურსა და უსაფრთხო საწმენდი მოწყობილობის შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც ტრადიციული კოლიმატორების შემცვლელები გახდებიან.
კონათა წმენდის ერთ-ერთი მეთოდია ღრუიანი ელექტრონული ლინზა – დაბალენერგიულ ელექტრონთა ნაკადი, რომელიც ამაჩქარებლის მოკლე მონაკვეთზე პროტონული კონას გარშემო ცილინდრულ გარსად არის გარსშემორტყმული. ელექტრონების ნაკადი მაგნიტურ ველს წარმოქმნის, რომელიც ყველაზე უფრო ძლიერად სწორედ პროტონულ ჰალოზე ზემოქმედებს. ეს ველი თავისებურ დეფოკუსირებას უკეთებს კონას – ჰალო აკურატულად გაჰყავს სხვადასხვა მხარეს, ისე, რომ ცენტრალურ კონაში მყოფ პროტონებს არ ეხება(ამიტომაც ჰქვია ლინზა). წმენდის ასეთი მეთოდი გაცილებით ნაკლები რადიაციით ზემოქმედებს აპარატურაზე და მის რადიაციულ მდგრადობას ნაკლებ მოთხოვნებს უყენებს.
ელექტრონული ლინზები ტევატრონზეც გამოსცადეს. ახლა დიდ ადრონულ კოლაიდერზე მათი გამოყენების ტექნოლოგია მუშავდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ამ წელიწადში დეტალური ტექნიკური პროექტი იქნება წარმოდგენილი, 2015-17 წლებში კი სამუშაო ნიმუშების დამზადება და გამოცდა განხორციელდება. ახალი კოლიმატორებით მოდერნიზირება 2018 წლისთვის არის გათვალისიწნებული.