არის თუ არა პლანეტები ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიც ჩვენი მზეა? არის და ამის მტკიცებულებაა ვარსკვლავების მსუბუქი რყევა, რასაც მათ გარშემო მოძრავი პლანეტების მიზიდულობა იწვევს, ასევე მცირე ჩაბნელებები, როცა პლანეტები მათ დედავარსკვლავებსა და ჩვენს შორის მოექცევა ხოლმე (როგორ ეძებდნენ ეგზოპლანეტებს). ამ მომენტისთვის, სულ 5 500-ზე მეტი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, უმრავლესობა, ნასას კოსმოსური ტელესკოპებით – “კეპლერი” და TESS, ასევე ევროპული სპექტროგრაფით – HARPS, რომელიც პერუში, ლასილას ობსერვატორიის 3,6 მეტრიან ტელესკოპზეა დაყენებული. აქ მოცემულია ილუსტრირებული ვარაუდი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ზოგიერთი ეგზოპლანეტა. ნეპტუნის ტიპის პლანეტები შუაშია მოქცეული და წარმოდგენილია ცისფრად, რაც მათ ატმოსფეროებში მეთანის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. ილუსტრაციის კიდეებზე იუპიტერის ტიპის პლანეტებია, მუქი წითელი ფერებით, რაც ნახშირბადის შემცველი გაზების დამსახურება უნდა იყოს. ამ გიგანტებს შორის კი დედამიწის ტიპის სხვადასხვა ფერის პლანეტებია ნაჩვენები (პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?). რაც უფრო მეტი ეგზოპლანეტა იქნება აღმოჩენილი და შესწავლილი, მით უკეთ შევძლებთ წარმოვიდგინოთ, რამდენად გავრცელებულია დედამიწის მსგავსი პლანეტები და სიცოცხლე სამყაროში (ეგზოპლანეტები ).
მზის სისტემისა და სხვა სისტემების შედარება.