სახელი ტროელი ასტეროიდები, ჰომეროსის ”ილიადაში” აღწერილი ტროას ომის მიხედვით მიიღეს. ისინი კოსმოსური ობიექტების საკმაოდ საინტერესო ტიპს მიეკუთვნებa, რადგან სხვა პლანეტასთან ერთად იყოფენ ორბიტას. ტროელები აღმოაჩინეს იუპიტერთან, მარსთან და ნეპტუნთან, ახლა კი დედამიწასთანაც.
მისია WISE-ს საშუალებით, ინფრაწითელ დიაპაზონში ჩატარებული დაკვირვებებისას, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ობიექტი 2010 TK7, რომელიც მზის შემოსავლელ ორბიტას, დედამიწასთან ერთად იყოფდა. ეს აღმოჩენა მტკიცებულებებს ითხოვდა, რომლებიც ატაბასკას უნივერსიტეტის კანადელმა ასტრონომებმა მიიღეს, შემდეგ კი ჰავაის ობსერვატორიიდანაც.
ფოტოზე ტროელი მწვანე წრითაა შემოხაზული.
ამ ასტეროიდის დიამეტრი 300 მეტრია. დედამიწიდან 80 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და ძალიან უცნაურად მოძრაობს: დედამიწის მიმართ ზემოთ-ქვემოთ.
ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ მომავალი 100 წლის განმავლობაში, ეს ასტეროიდი დედამიწას 24 მილიონ კილომეტრზე ახლოს არ მოუახლოვდება, ამიტომ ის არ წარმოადგენს საშიშროებას ჩვენი პლანეტისთვის.
ასტრონომები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ დედამიწას ტროელი ასტეროიდი ჰყავს, თუმცა აღმოსაჩენად ძალიან ძნელი, რადგან ის პატარაა და დედამიწიდან დაკვირვების დროს მზის მხარეს მდებარეობს.
httpv://www.youtube.com/watch?v=nPMKgibr0YA&feature=player_detailpage