უვარსკვლავო ცა. წარმოუდგენელია, მაგრამ თუ დედამიწა 150 მილიარდი წლის მერეც იარსებებს, მისი ღამის ცა უვარსკვლავო იქნება.
სამყარო ფართოვდება, ყველაფერი ერთმანეთს შორდება, ჩვენი კოსმოლოგიური ჰორიზონტის ფარგლებში რამდენიმე ვარსკვლავიღა დარჩება, რომლებიც ასევე მალე გაქრება.
ჰორიზონტი არის იმ სივრცის შემომფარგლავი საზღვარი, რომლის დანახვაც დამკვირვებელს ამ მომენტში შეუძლია, გამოყოფილი სივრცის იმ ნაწილისგან, რომელიც მისთვის მიუწვდომელია (ხილული სამყაროს ჰორიზონტი).
შავ ჯუჯად გადაქცეული მზე. უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ ჩვენი მნათობის ტიპის ვარსკვლავები ევოლუციას თეთრ ჯუჯად გადაქცევით ამთავრებენ. მზე ამ მდგომარეობაში იმაზე მეტ ხანს იქნება, ვიდრე გაჩენიდან თეთრ ჯუჯობამდე. შემდეგ კი ე.წ. შავ ჯუჯად გადაიქცევა, უხილავ და სრულიად გამოცივებულ სფეროდ. იქამდე დიდი დრო გავა, მაგრამ პროცესის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).
უცნაური ვარსკვლავები. დაახლოებით იმავე დროს, როცა ჩვენი მნათობი შავ ჯუჯად გადაიქცევა, ვარსკვლავების ანთება და ევოლუცია შეწყდება. სამყაროში მოდრეიფე ცივი ფრაგმენტებისგან კი ახალი უცნაური ვარსკვლავების ფორმირება დაიწყება. მეტალებით მდიდარი ნარჩენების გროვაში თერმობირთვული რეაქციები ვერ დაიწყება და ეს ვარსკვლავები 0 გრადუსამდე გაცივდება (თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო).
ყველა ნუკლონი (ნეიტრონი+პროტონი) დაიშლება. ნეიტრონი (თუ ის ატომში არ არის) დაახლოებით 14,7 წუთში იშლება, ხოლო პროტონის დაშლის სიმპტომები ჯერ არავის დაუფიქსირებია. ერთი თეორიის მიხედვით, ეს მონაცემი 1037 წელს უტოლდება. უსაშველოდ დიდი რიცხვია, მაგრამ თუ ეს ასეა, ჩვენთვის ცნობილი მატერია მაშინვე შეწყვეტს არსებობას (ატომი).
შავი ხვრელების ერა. ეს ეპოქა, დიდი აფეთქებიდან 1040 წლის მერე დადგება და 10100 წელი გაგრძელდება. რაც უფრო პატარაა შავი ხვრელი, მით უფრო სწრაფად იშლება ის, ხოლო ყველაზე უფრო დიდები, ყველაზე უფრო დიდი ხნით იარსებებს. ე.წ. ვარსკვლავური მასის შავი ხვრელი 1067 წელი იარსებებს, ირმის ნახტომისა კი 1020-ჯერ მეტ ხანს. ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტი უკანასკნელ წამამდე იქნება. ამის ნახვა რომ შეგვძლებოდა, თუ როგორ ორთქლდება სამყაროს უკანასკნელი შავი ხვრელი, მხოლოდ სივრცის შავ სიცარიელეს დავინახავდით, რომელშიც რაიმე სინათლის მსგავსი ან რაიმე აქტიურობის ნიშანი უკვე 10100 წელიწადია არ გამოვლენილა. უეცარი მძლავრი ანთება, განსაკუთრებული სპექტრისა და სიდიდის, ჩვენი სამყაროსთვის სინათლეში ბანაობის უკანასკნელი მომენტი იქნება. სამყაროში რამდენიმე უმასო ნაწილაკი და ლეპტონთა წყვილიღა იარსებებს.
ანიჰილაცია ელექტრონისა და მისი ანტინაწილაკის, პოზიტრონის შეჯახებით. მატერია გადაიქცევა ენერგიად, ფოტონების სახით. არსებობს შებრუნებული რეაქციაც.
პოზიტრონიუმი. გამოცარიელებულ სამყაროში რაღაც ახალი ჩნდება. პოზიტრონისა და მისი ანტინაწილაკის, ელექტრონის კავშირი, რომელთა ორბიტების ზომა სამყაროს ზომის ნახევარს უტოლდება. ეს “ატომები” შავი ხვრელების ეპოქის მერეც დიდი ხანი იარსებებს (მატერია-ანტიმატერია განსხვავება მსგავსება).
ყველაფერი შენელებულია. თუ ვივარაუდებთ, რომ შავი ხვრელების ეპოქის შემდეგ, ახალი სიცოცხლე შეიძლება ჩამოყალიბდეს პოზიტრონიუმის საფუძველზე (როგორც ზოგიერთი ფიზიკოსი, მაგალითად, ფრიმენ დაისონი ამტკიცებს), ის იქნება უსასრულოდ უზარმაზარი და უსასრულოდ ნელი. ტრილიონობით წელი დასჭირდება გალაქტიკურ დისტანციებზე გავრცელებული არსებების ერთი აზრის დაბადებას.
მაკროფიზიკის ცნება აღარ არსებობს. მიაღწევს რა სამყარო ენტროპიის მაქსიმალურ მდგომარეობას, ის ენერგიის ერთგვაროვან ველად გადაიქცევა, გაფანტული სუბატომური ნაწილაკებით მასში. ის დაკარგავს ნებისმიერ მასიურ ობიექტს, ნაწილაკებს შორის მანძილი გადაულახავი გახდება. ატომები შეწყვეტენ ფორმირებას და ფიზიკის ცნება გაქრება. თუმცა, კვანტური მექანიკა გააგრძელებს მუშაობას (მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ).
შემთხვევითი კვანტური ტუნელირება თავიდან იწყებს ყველაფერს. სამყარო მაქსიმალურ ენტროპიას მიაღწევს და აღარ იარსებებს. რა იქნება შემდეგ? თეორიულად, კვანტური ტუნელირებით, სუბატომურ ნაწილაკებს „აკრძალულ“ ენერგეტიკულ მდგომარეობაში, ენტროპიის დაბალ დონეზე გადასვლა და ახალ დიდ აფეთქებაში სამყაროს გაცოცხლება შეუძლია (კვანტური ტუნელირების ეფექტი; რა აქვს საერთო სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს?).
საინტერესოა