გალაქტიკას საფრთხე არც ემუქრებოდა. გალაქტიკა სამკუთხედში, იგივე M33, ამ ანთების წარმომქმნელ კენჭზე გაცილებით დიდია და დედამიწას სამი მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. ატმოსფეროს მაღალ ფენებში მქროლმა ქარმა, აორთქლებული მეტეორის მანათობელ კვალში არსებული მოლეკულები, ღამის ცაზე ასეთნაირად პროეცირებული გალაქტიკის საპირისპირო მიმართულებით წაიღო. ასტროფოტოგრაფს (ამან ჩოქში/Aman Chokshi) ძალიან გაუმართლა, ერთ კადრში გამოიჭირა მეტეორი და გალაქტიკა. სპირალური M33-ის ფერების უკეთ გამოსაჩენად, ამ სურათზე იგივე გალაქტიკის ორი ფოტოა დადებული. მეტეორი წამში გაქრა, გალაქტიკა კი კიდევ მილირადობით წლები იკაშკაშებს (გალაქტიკა სამკუთხედში).
