2015 წლის 8 მაისიდან, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ, კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ზედაპირზე არც თუ ისე წარმატებული დაჯდომის მერე, ენერგიაგამოცლილ, ძილის რეჟიმში გადასულ ზონდთან – ”ფილი”, კავშირის დამყარების ახალი სეანსები დაიწყო. კომეტა, მზესთან მიახლიებას აგრძელებს, ხოლო დედამიწას 360 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. მნათობთან მიახლოებასთან ერთად, კომეტის ბირთვის ტემპერატურა იზრდება, სინათლის ინტენსივობაც იმატებს, რაც ზრდის შანსს იმისა, რომ ზონდი, აკუმულატორების დასამუხტად საჭირო რაოდენობის მზიურ ენერგიას მიიღებს.
ამ კომეტის ორბიტაზე მოძრავი ავტომატური აპარატი – ”როზეტა”, საიდანაც ”ფილის” დაშვება განხორციელდა, ზონდთან დასაკავშირებელი არხებით ეცდება რაომე სიგნალი მაინც მიიღოს კომეტაზე მდებარე აპარატისგან. 2015 წლის მარტსა და აპრილში, მსგავსი მცდელობები ჲშედეგოდ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 100 კილოგრმიანი მოდული ”ფილი”, რომელიც ავტომატიზირებულ ლაბორატორიას წარმოადგენს, კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ზედაპირზე 2014 წლის 12 ნოემბერს დაეშვა. მოდულმა, ზედაპირზე დამაგრება ვერ შეძლო და რამდენიმეჯერ ახტა, სანამ ჩრდილში მოქცეულ ნაპრალში ჩავარდებოდა. აკუმულატორები 60 საათის განმავლობაში კვებავდნენ აპარატს და მან გარკვეული მონაცემების გადმოცემა მაინც მოახერხა, 2014 წლის 15 ნოემბერს კი ძილის რეჟიმში გადავიდა.
ინტერვალი, რომელშიც ”ფილის” გამოღვიძებას რაიმე აზრი ექნება, სულ უფრო მეტად მცირდება, ხოლო ამ წლის 13 აგვისტოს კომეტა 67P, მზესთან უახლოეს წერტილს მიაღწევს და ისევ უკან, კოსმოსის სიღრმეებში გაბრუნდება. თუ აპარატი 14 აგვისტომდე კავშირზე არ გამოვა, ალბათ, ვერც ვერასოდეს შეძლებს ამას(მისია ”როზეტა”).
httpv://youtu.be/lWoRnqgW91g
მგონი აქ არის…