გერმანელ ასტრონომთა ჯგუფმა ირმის ნახტომში უმსხვილესი გაზური ნაკადი აღმოაჩინა. 1600 სინათლის წლის ზომის ვარსკვლავთშორისი გაზების ჭავლი 17 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს. მისი აღმოჩენა ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ობსერვატორიის – ”სპიცერი”-ს საშუალებით მოხერხდა(1).
ნაკადი 3,6 8 და 24 მიკრომეტრ ტალღებზე გამოვლინდა. ასტრონომთა შეფასებით, გაზის საერთო მასა ასი ათასი მზისას უტოლდება. დაკვირვებები, როგორც აღმოჩენის ავტროები განმარტავენ, პროექტ Galactic Ring Survey-ს რადიოტელესკოპითაც მოხდა, დაზუსტდა ნაკადის კონტურები და დადგინდა მოძრაობის სიჩქარე. ამ უკანასკნელი მონაცემის დასაზუსტებლად მეცნიერებმა ნახშირჟანგის(CO) მოლეკულების გამოსხივებაში არსებული წანაცვლება გამოიყენეს, რომელიც დოპლერის ეფექტით არის გამოწვეული(„პლანკმა“ გალაქტიკური მხუთავი გაზის რუქა შეადგინა).
სპეციალისტებმა გაზის ბუშტულაც აღმოაჩინეს, რომელიც ამ ჭავლის წყარო იყოს. სავარაუდოდ, ის ზეახლის აფეთქებით გაჩნდა, ხოლო აფეთქებული ვარსკვლავიდან გამოფრქვეული ნივთიერებების ნაწილმა წაგრძელებული შლეიფის ფორმა მიიღო. ნაკადის სიგრძითა და მისი მოძრაობის სიჩქარით აფეთქების დრო დადგინდა – 50 მილიონი წლის წინათ.
ასტრონომები აღნიშნავენ, რომ ირმის ნახტომის გაზური ნაკადების შესახებ არსებული ინფორმაცია სრულყოფილებისგან შორსაა. მათ მხედველობაში მოხვედრილი რეგიონი გაზის სხვა ღრუბლებსაც შეიცავდა, რომლებიც სხვა მიმართულებებით მოძრაობდნენ. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში გალაქტიკური ნაკადების რუკების შედგენა მოხერხდება, რითაც გალაქტიკაში ნივთიერებათა ცირკულაციის ხასიათი დადგინდება(კოსმოსური ბუშტები ჩვენს გალაქტიკაში; ასტრონომებმა გიგანტურ რენტგენულ ბუშტებს ახსნა მოუძებნეს).
გაზების უდიდესი ნაკადი ირმის ნახტომში
Posted by