ბას ლანდსდორფი და მისი ორგანიზაცია თავისას არ იშლიან და მარსზე ადამიანების გადასახლების წინ მდგარი ყველა პრობლემის გადაჭრას ცდილობენ. მარს ერთი (Mars One) აცხადებს, რომ აქვს პასუხი ყველასათვის საინტერესო შეკითხვაზე: რა უნდა ჭამონ კოლონისტებმა. იმიტირებულ მარსულ ნიადაგში მცენარეული კულტურების მოყვანის ექსპერიმენტი დასრულებულია (მშიერი მარსელები).
საექსპერიმენტო სათბური ჰოლანდიის ქალაქ ნერგენაში მდებარეობს. ექსპერიმენტები 2013-15 წლებში მიმდინარეობდა, მთვარისა და მარსის იმიტირებულ ნიადაგებზე, დედამიწისეული ნიადაგის ჩათვლით, როგორც საკონტროლო.
სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურები იქნა დათესილი, რათა გარკვეულიყო, რომელი მათგანი შეძლებდა ზრდას მთვარისეულ და მარსისეულ გარემოში. მათ შორის იყო ჭვავი, ბოლოკი, სალათი და ბარდა. ამ წლის დასაწყისში პომიდორი და კარტოფილიც დაამატეს (”ერთი დიდი ფურცელი კაცობრიობისთვის”: კოსმოსში მოყვანილი სალათა).
მოდელირებულ ნიადაგში მარცვლეულის ზრდის შესაძლებლობის მტკიცებულების მიღების მერე, მენციერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, იმავე ნიადაგში კიდევ ერთი მოსავლის მიღება თუ მოხერხდებოდა, შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან დამაიმედებელია.
საკონტროლო ჯგუფის მცენრაეებთან შედარებით, იმიტირებულ ნიადაგზე აღმოცენებული კულტურები ცუდად იზრდებოდა, თუმცა მათი მრავალჯერადი მოყვანა მაინც ხერხდებოდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერ მარსულ მოსავალს განვითარების სრული ციკლი უნდა ჰქონდეს, რათა არ იყოს საჭირო დედამიწიდან ახალი მარცვლეულის ტრანსპორტირება.
2015 წელს მეორე ექსპერიმენტი ჩატარდა. ამჯერად, იმიტირებულ ნიადაგში დათესილ მარცვლეულს სასუქი დაამატეს, წინა მოსავლის ორგანული ნარჩენების სახით, ასევე ფეკალური მასა და შარდი, რომელიც საკმაო რაოდენობით ექნებათ მარსელ კოლონისტებს. სხვადასხვა დამატებები და ორგანიკა, ნიადაგში ტენის შენარჩუნებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდა. შედეგად, მარსული ბოლოკის, პომიდორისა და ბარდას უხვი მოსავალი იქნა მიღებული. უცხო გარემო და მკაცრი პირობები, მხოლოდ ისპანახისთვის აღმოჩნდა მიუღებელი.
ყველასათვის ცნობილია, რომ მცენარეები, მინერალებს გარემოდან იღებენ. მთვარისა და მარსის ქანები კი მძიმე მეტალებსა და შხამებს შეიცავს. მცენარისთვის სულ ერთია, ადამიანი კი მოიწამლება. მოყვანილი კულტურების ანალიზმა აჩვენა, რომ მეტალების კონცენტრაცია ნორმებში იყო, ზოგ შემთხვევაში დაბალიც.
ექსპერიმენტში მონაწილე კომპანიები, საზოგადოების გულისხმიერების იმედზეა. ყველა, ვინც 500 და მეტ ევროს შეწირავს, საჩუქრად, ექსპერიმენტების მსვლელობისას მოყვანილი საკვები მცენარეების ნიმუშებს მიიღებს. ჯერ კიდევ გასარკვევია, მოხერხდება თუ არა ისეთი მცენრეების ზრდა-განვითარება, რომელთა ყოველწლიური თესვა არ არის საჭირო, მაგალითად – ვაშლი, ალუბალი, მარწყვი. საინტერესოა ხანჭკოლას მოყვანა იმიტირებული ნიადაგში, რომელიც მარსელებისთვის ხორცის შემცვლელ პროდუქტად შეიძლება იყოს გამოყენებული.
არა მარტო Mars One და მისი მოკავშირე ინსტიტუტია დაინტერესებული რა შეიძლება მოვიყვანოთ მარსზე და სხვა პლანეტებზე. წლების განმავლობაში იგივე ექსპერიმენტებს ნასაც ატარებს, მაგალითად, კარტოფილის მოყვანა პერუდან ჩამოტანილ ნიადაგში.
რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტები არა მარტო Mars One-ს გეგმებთან დაკავშირებულ პრობლემებს გადაჭრის. ეს არის ნაწილი უფრო დიდი ძალისხმევისა, რითაც კოსმოსური აღმოჩენებისა და ათვისების ერა უნდა განახლდეს (მარსული რეალითი-შოუ: პირველად ოპერატორი გაფრინდება).
რა რეაქციებს ჩაატარებენ ერთი უჟანგბადო გარემოში კარგად და ნაკლები გრავიტაციის პირობებში ჯერ ბევრი უნდა ჩაიტანონ აქედან ესეიგი საკვებიც და საჭიროების საგნები და საცხოვრებელიც უნდა შეიქმნას აუცილებლად პირველ ეტაპზე რამდენიმეჯერაც არ ეყოფათ გაფრენები ვთქვათ შატლებს ბევრჯერ უნდა აქედან მომარაგება რთული იქნება და კიდევ ერთი ერთმანეთთან მოდულები ახლო ახლოს უნდა დასვან მარსზე რომ შეაკავშირონ ეს რომ რთულია თვითონვე იციან იმ სააგენტოებში და ადგილი სად უნდა შეირჩეს მარსზე და რომელია ყველაზე უკეთესი პოლუსი არც ერთი და არც მეორე არ მოწონთ , როვერით გადაადგილება კარგია მაგრამ მარსის გარემოში მოუხერხებელი სკაფანდრით სიარული არაფრით არ იქნება კარგი , დახვავებულია პრობლემები, დაშორება მარსამდე, ფრენის დრო შატლით თუკიღა უძახიან, ადამიანთა ფსიქოლოგიური მომზადება, მშვიდად იყონ არაა იქ სიცოცხლე არანაირი ფორმა გამომშრალ მარსზე სიცოცხლეს რა უნდა. სადაც ბევრად მცირე მაგნიტური ველია დედამიწისეულზე და ატმოსფერო და მისი წნევაც დედამიწისეულზე ძალიან ცოტაა აბა გადამოწმდეს თუ ვცდები. რომ არ გაამართლოს იქ ბილეთმა ერთი დასასრულით მარსზე “ასე უძახიან მარსზე უნდა წავიდნენ ადამიანები და იქ დარჩნენ ერთერთი გეგმაა” ხომ უნდა დაბრუნდნენ უკან დედამიწაზე ხომ ასეა აქაც პრობლემაა მარსი მთვარე არაა და მისი დატოვებაც ძნელია საკმაოდ შედარებით , მცენარეების მოყვანა მართლა კარგი რამეა მაგრამ მიწა და ნიადაგი ხომ უნდა მომზადდეს იმ მარსზე და დაშლა გამოყოფის რეაქციები ხომ უნდა მოახდინონ იქ კოსმონავტებმა წყალიც ხომ უნდა ქონდეთ მცენარეთათვის და თავისთვისაც , ორბიტაც კი არ დაუტოვებია ადამიანს დიდი ხანია და მარსზე ცხოვრებას როგორ შეძლებენ რა მომზადებით ცუდი ბოლოა გულსატკენი გამოვა მაგრამ წვალებით იქ ცხოვრება მაგრამ არავის არ უნდა მოწონდეს იქ, იქ ყოფნით არაფერი არ ამტკიცებს ის ადამიანთა ჯგუფი, კაცობრიობა თუ დაამტკიცებს რომ შეუძლია შეძლონ თუ შეუძლიათ ჯერ არ შეუძლიათ და მხოლოდ დაპირებები აქვთ .
ალფა ცენტავრასთან რომელიც მზისგან დაშორებულ უახლოეს ვარსკვლავად ითვლება გაგზავნიან ზონდს მაგრამ მისი აჩქარება და დამუხრუჭება ძალიან დიდი პრობლემა იქნება და მერე მისგან ინფორმაციის გადმოცემის დრო “ამ დროის გვერდის ავლა იძლება ინფორმაციის გადმოცემის სიჩქარის” იმ დროში როდესაც ის ზონდი იქ მიაღწევს ალფა ცენტავრას სიახლოვეს რომელიც ჯუჯა ვარსკვლავია და ვთქვათ სიტყვაზე ის მომავალ წელს გაუშვეს სტივენ ჰოკინგის უშუალო მოფიქრებით და სხვებმაც დაითვალეს და დაფინანსდა კიდეც მთავრობისგან და ბიზნესმენებისგან ეს ნიშნავს ერთს რომ როცა ზონდი იქ მივა აღარც ჰოკინგი და აღარც იქედან არავინ ცოცხალი აღარ იქნება ვინც ეგ მისია დაგეგმა გათვალა და შეასრულა. რამდენ ხანში მივა ზონდი კარგი 120 წელი სიტყვაზე ეს კი არის ის რომ აქაური არავინ გადარჩება ამ პროექტის დამგეგმავი იმის გამო რომ ყველა მოხუცდება და მოკვდება. და რით ააჩქარებენ ზონდს ესეც თავსატეხია ცუდი სიტყვა დაიწერა მაგრამ ჭკვიანური აბა გადაამოწმეთ თუ კი ვცდები რაიმეში თუკი სიტყვაში რაიმე მეშლება ცოტაოდენი ეს იმას არ ნიშნავს რომ სისულელე დავწერე.