მარსმავალმა – ”ცნობისმოყვარეობა”, Rocknest(ქვის ბუდე)-ის სახელით ცნობილ ადგილზე, ნიტრატების საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინა. ეს აზოტის შემცველი შენაერთები ბიოლოგიური წარმოშობისა შეიძლება იყოს.
“ჯონ ქლაინისა” და “ქამბერლენდის” სახელით ცნობილ კლდოვან წარმონაქმნებზეც მსგავსი სიტუაცია დაფიქსირდა, რომლებიც მარსმავალმა საბურღი მოწოყბილობის გამოყენებით შეისწავლა. Rocknest-ზე ნანახი ქვიშისა და მტვრის ნიმუშები, მარსის სხვა ადგილებიდან ქარის მიერ მოტანილ ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს და ეს იმაზე მეტყველებს, რომ მარსისეული ”ნიადაგში” ნიტრატების კონცენტრაცია პრაქტიკულად მუდმივია და მილიონზე, 1100 ნაწილის ფარგლებში მერყეობს.
საკვლევი ნიმუშების გაცხელებით, ზოგიერთი ქიმიური ნაერთი იშლება, უშვებს გაზებს, რომელთა ანალიზს მარსმავლის ინსტრუმენტი – SAM, ახდენს. გაზის შემადგენელი მოლეკულებისა და ატომების იდენტიფიცირება ელქტრული ველით ხდება, ასევე ქრომატოგრაფითაც, რომელიც ამ გაზებს აცალკევებს და ანალიზის პროცესს ახანგრძლივებს.
აზოტის შემცველი ნივთიერებების გარდა, ისნტრუმენტებმა დიდი რაოდენობით აზოტის ოქსიდიც(NO) აღმოაჩინა, რომლის წყარო მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით დაშლილი რთული ნიტრატებია. აზოტის ოქსიდის გამოყოფა SAM-ში მოხვედრილი სხვა ნივთიერებებიდანაც შეიძლება მოხდეს, თუმცა მისმა კონცენტრაციამ ყველაზე უფრო ნაკლებად სავარაუდო სცენარების მიხედვით ნავარაუდევსაც კი ორჯერ გადააჭარბა. მეცნიერები ახლა, ამ ნიტრატების პირველწყაროს ძებნაზე არიან ორიენტირებულნი.
”ითვლებოდა, რომ მარსისეული ნიტრატები, მარსის ზედაპირზე მეტეორიტების ჩამოვარდნის დროს გამოყოფილი ენერგიის ზემოქმდებით იქმნებოდა, რასაც ნაწილობრივ, ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემებიც ამტკიცებს. იმისათვის, რომ ასი პროცენტით ვიყოთ დარწმუნებულნი, უამრავი დამატებითი კვლევების ჩატარება მოგვიწევს” – ამბობს ჯენიფერ სტერნი(ნასასეული გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრი)(”ცნობისმოყვარეობა”; ჭორები მარსულ სიცოცხლეზე…; მარსმავლები).