სამხრეთ ნახევარსფეროს წარმოდგენილ შთამბეჭდავ ციურ პეიზაჟზე, კომეტა – 252P/Linear, თავისი ელვარე, მომწვანო კომის დემონსტრირებით(ჰოლმსის კომეტის გიგანტური კომა), მაგელანის დიდი ნისლეულის(დიდი მაგელანის თავხედობა…) გვერდით პოზირებს. იუპიტერის ოჯახის კუთვნილი მოკლე პერიოდიანი კომეტა – 252P/Linear, ჩვენს მოკრძალებულ პლანეტასთან ახლოს – 5,3 მილიონი კილომეტრის მანძლზე, 16 მარტს გაივლის. დედამიწა-მთავრეს შორის მანძილზე 14-ჯერ შორს. ამასთან ერთად, 22 მარტს დედამიწას კიდევ ერთი კომეტა მოუახლოვდება – Pan-STARRS (P/2016 BA14). ამ კომეტების ორბიტების დიდი მსგავსება იმაზე მეტყველებს, რომ ადრე ისინი ერთ ციურ სხეულში იყო გაერთიანებული. დედამიწასთან სიახლოვის გამო, კომეტები ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან ცის თაღზე და მალე მათ ჩრდილოეთ ნახევრასფეროშიც ვიხილავთ(კომეტები).
ახლოს მოძრავი კომეტა და მაგელანის დიდი ნისლეული
Posted by