ორბიტალური ტელესკოპის საშაულებით – ”ჰაბლი”, ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარე, ორი გალქტიკის შერწყმით გაჩენილი გალაქტიკის გამოსახულება იქნა მიღებული.
NGC 6052-მდე მანძილი 230 მილიონი სინათლის წელია. 1864 აღმოჩენილი გალაქტიკა სპირალურების ტიპს მიაკუთვნეს, შემდეგ კი პეკულარულებს: მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალური თავისებურებებით, რის გამოც რომელიმე კლასისთვის მისი მინიჭება ძნელია.
NGC 6052-ის ანომალურ მახასიათებლელთა შორისაა აღმოსავლეთი ნაწილის ირეგულარულობები, მატერიის ამონაფრქვევები და ცენტარლური ნაწილის უჩვეულო მიმათულებით ბრუნვა. ასტროფიზიკოსთა აზრით, ეს არის თავისი არსებობის ყველაზე უფრო ადრეული სტადიის ”ახალი” გალაქტიკა. ორი წინამორბედი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახა და ერთიანი სტრუქტურის ფორმირების პროცესშია.
230 მილიონი წლის წინათ, ”ახალშობილ” გალაქტიკას ქაოსური ფორმა ჰქონდა, ფორმირების დასრულების მერე კი სტაბილური გახდება და შეიძლება, წინამორბედთაგან არცერთს არ დაემსგავსოს(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
NGC 6052-ის ახალი გამოსახულება, ”ჰაბლზე” დაყენებული ფართოკუთხიანი კამერით(WFPC) იქნა მიღებული.