”ნიუ ჰორაიზონსი” და მზის სისტემა

 2015 წლის 14 ივლისს, მიუახლოვდა რა მინიმალურ მანძილზე პლუტონს, ნასას კოსმოსურმა თანამგზავრმა – ”ნიუ ჰორაიზონსი”, ამ შორეული პლანეტის ზედაპირის ფოტოები გადაიღო და მისი გეოლოგიის, შემადგენელისა და ატმოსფეროს შესახებ უპრეცედენტოდ ზუსტი წარმოდგენა შეგვიქმნა. ამასთან ერთად, შეისწავლა მზის ქარიც (მზიდან ამოფრქვეული ნაწილაკების უწყვეტი ნაკადი), რომელსაც ჩვენი მნათობი ახლო კოსმოსის ისეთ სივრცეებამდე ავრცელებს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე კოსმოსურმა აპარატმა მიაღწია(კაცობრიობა მზის სისტემას იკვლევს).


“ნიუ ჰორაიზონსი”, პლუტონი, ქარონი.

 ”ნიუ ჰორაიზონსი” მიღებული მონაცემები, არა მარტო მზის სისტემის გარე სივრცის შესახებ მოგვითხრობს, არამედ გვეხმარება გავიგოთ, რა გავლენას ახდენს მზე კოსმოსზე, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროდან დაწყებული, სისტემის კიდით დამთავრებული, სადაც ეს ქარი, ვარსკვლავთშორის სივრცეს ხვდება (მზის სისტემა მუხრუჭდება). გაირკვა, რომ მზის ქარის ნაწილაკები, პირველი ენერგეტიკული ბიძგის მიღების მერე, შემდგომ, კიდევ უფრო მეტად ჩქარდება. სწორედ ისინი შეიძლება იყოს უკიდურესად მაღალი ენერგიის მქონე კოსმოსური სხივების წყარო. ითვლება, რომ ეს სხივები, შორს და უფრო დაბალ ენერგიებზე, იმ საზღვრის ფორმირებას ახდენს, სადაც მზის ქარი და ვარსკვლავთშორისი სივრცე იკვეთება. იქ ახლა ”ვოიაჯერ 2” აგრძელებს მოგზაურობს.

 მზის ქარის შესწავლა

 მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური ვაკუუმი ათასჯერ უფრო ”სუფთაა”, ვიდრე ნებისმიერი ლაბორატორიული ვაკუუმი, ის მაინც არ არის ცარიელი: მზის ქარის მუდმივი გადინება, ნაწილაკთა გაიშვიათებული ქაფით ავსებს მას, ასევე, ველებითა და იონიზირებული გაზით, რომელსაც პლაზმა ეწოდება. მზიური ქარი, კორონალურ ამოფრქვევებთან ერთად, თვით კოსმოსის ბუნებზე და პლანეტების მაგნიტურ ველზე ზემოქმედებს, ქმნის რადიაციულ ფონს, რომელში გავლაც ჩვენს ავტომატურ თანამგზავრებს უწევთ და მომავალში, მარსისკენ გამგზავრებულ ასტრონავტებს მოუწევთ (მაგნიტური ქაფი მზის სისტემის კიდეზე).

horizontebi mzis qari ეს დიაგრამა, მზის ქარზე ჩატარებულ დაკვირვებას წარმოგვიდგენს, 2015 წლის 1 იანვრიდან 25 აგვისტოს ჩათვლით. ანომალური კოსმოსური სხივების წარმომქმნელი ნაწილაკების ჩანასახები მზის ქარში, კოსმოსის ამ ნაწილისთვის სიახლეა. წერტილები, დიაგრამის ზედა ნაწილში, მაღალენერგიული ნაწილაკებია, წითელი და ყვითელი ფერები კი დეტექტორში მოხვედრილი ნაწილაკების რაოდენობა. მუქი ფერის ჩავარდნები, დეტექტორის პერიოდულ გათიშვებს ემთხვევა.

 ასეთ მანძილზე, გარჩევადი სტრუქტურების მასშტაბი იზრდება, რადგან შედარებით მცირე სტრუქტურები თხელდება და ერთმანეთს ერწყმის. ძნელი სათქმელია, ეს სტრუქტურები ერთიანდება თუ იფანტება.

 მზიური ქარის პარამეტრები, სიჩქარის, სიმკვრივისა და ტემპერატურის ჩათვლით, მზესთან ახლო რეგიონიდან არის განპირობებული, საიდანაც ეს ქარი ამოედინება. დაშორებასთან ერთად, ქარის სიჩქარე და სიმკვრივე საშაულო მნიშვნელობებს იღებს. მნათობის ბრუნვის გამო, ქარის ტემპერატურა მაღალი რჩება, მოძრაობის თანმხლები შეკუმშვის ხარჯზე, რის გამოც მზის ბრუნვით გამოწვეული ეფექტები, ტემპერატურაზე დაკვირვების მიხედვით, მზის სისტემის გარე ნაწილებშიც კი დაიმზირება.

 საშიში კოსმოსური რადიაციის წყაროს ძებნა

 ანომალური კოსმოსური სხივები(რეკორდსმენი სხივები), ამ საზღვრებთან ახლოს, მხოლოდ ”ვოიაჯერებმა” დააფიქსირა, ისიც მისიის დამასრულებელი სტადიის დროს, ამიტომ წყროების ზუსტი მდებარეობა და მათი წარმოშობის მექანიზმი ისევ გაურკვეველია. ამ სიცარიელის შევსება ახალი მონაცემებით, ახალმა ზონდმა მოახერხა.

 მიღებული შედეგებისა და მოდელირების შედარება

 ნასას კუთვნილი აპარატები ACE და STEREO, მაგალითად, დედამიწის ორბიტის ახლო კოსმოსს აკვირდება. მზის სისტემის გარე ნაწილის შესახებ ბოლო და ერთად-ერთი ინფორმაცია კი ”ვოიაჯერ-2”-მა, ლამის მეოთხედი საუკუნის წინათ გადმოსცა.


ტყუპი თანამგზავრები STEREO. თანამგზავრების მდგომარეობის ილუსტრაცია და ერთერთი მათგანი ქვედა ფოტოზე.

voyager
“ვოიაჯერი”(NASA).

 გარკვეული მსგავსება ”ახალი ჰორიზონტებისა” და ”ვოიაჯერ 2”-ის მიერ დანახულს შორის, რა თქმა უნდა, არის. ”ვოიაჯერ 2”-ის შემთხვევაში, ამ სივრცის გავლის დრო, მზის აქტიურობის მატებას დაემთხვა, ამიტომ არის განსხვავებაც(სად არის ”ვოიაჯერ 1”?).

 ახლა, მზის სისტემის შორეული რეგიონების შესახებ მონაცემთა ორი ნაკრებით შიარაღებულ მეცნიერებს, ამ სივრცის უკეთ დახასიათებისა და მზის ქარის გავრცელების შესახებ არსებული მოდელების გადამოწმების საშუალება მიეცემათ(საშიში მზე; ”ახალი ჰორიზონტების” ცხრა საიდმულო…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.