კოსმოსური ხომალდი ”ახალი ჰორიზონტები”, როგორც ცნობილია, რამდენიმე თვეში პლუტონსა და კოიპერის სარტყელს შეხვდება(მზის სისტემა). მისიის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ 2008 წელს განაცხადა, რომ აპარატის ბორტზე ცხრა უბილეთო მგზავრია…
1. ადამიანი, უფრო სწორედ, ადამიანის ნაწილი. სპეციალურ კონტეინერში მოთავსებული, პლუტონის აღმომჩენის, ქლაიდ თომბოს ნეშტის ნაწილი. წარწერა კონტეინერზე: ”აქ არის პლუტონისა და მზის სისტემის ”მესამე ზონის” პირველაღმომჩენის, ამერიკელი ქლაიდ თომბოს ნეშტი. ადელისა და მიურონის ვაჟი, პატრისიას ქმარი, ანეტისა და ოლდენის მამა, ასტრონომი, მასწავლებელი, ენამახვილი ადამიანი და მეგობარი: ქლაიდ ვ. თომბო(1906 – 1997)”.
2. კიდევ 434 ათასი ადამიანი. ოპტიკური დისკო – ”გააგზავნე შენი სახელი პლუტონზე”, 400 ათასზე მეტი ადამიანის სახელებით, რომლებსაც ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და თავისი წვლილის შეტანა უნდოდათ.
3. ოპტიკური დისკო პროექტის თანამშრომელთა ფოტოებით.
4. ფლორიდას კონტური, შტატის, საიდანაც ”ახალი ჰორიზონტები” გაუშვეს.
5. მერილენდის კონტური, სადაც აპარატი ააწყვეს.
6. SpaceShip One-ს პატარა ფრაგმენტი, რომლის ორივე მხარეზე წარწერებია გაკეთებული: ”ისტორიული როლისთვის კოსმოსური ფრენების განვითარების საქმეში, SpaceShip One-ს ეს ფრაგმენტი კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის ხომალდით – ”ახალი ჰორიზონტები”, მიფრინავს. მეორე მხარეს: ” SpaceShip One იყო პირველი, მთლიანად კერძო სექტორის მიერ ფინანსირებული პილოტირებული კოსმოსური აპარატი. SpaceShip One ა.შ.შ-დან 2004 წელს აფრინდა”(1).
7. ა.შ.შ-ს დროშა.
8. ა.შ.შ-ს დროშის სხვა ვერსია.
9. 1991 წელს გამოშვებული ა.შ.შ-ს საფოსტო მარკა წარწერით: ”პლუტონი: ჯერ არ შეგვისწავლია”.
ალან შთერნმა, მისიის მთავარმა მკვლევარმა, საიდუმლო ნივთების შესახებ სმითსონის სახელობის ნაციონალურ აეროკოსმოსურ მუზეუმში ჩატარებულ ცერემონიალზე განაცხადა. მუზეუმში ”ახალი ჰორიზონტების” მოდელის დადგმაც მაშინ მოხდა(ჯუჯა პლანეტები).
httpv://youtu.be/BX3vVBCcpN0
2015 წლის 12-18 აპრილი.