ეგზოპლანეტების ძებნისას, ასტრონომებს სხვადასხვაგვარი მეთოდების გამოყენება უწევთ. მაგალითად, მეთოდი სინათლის ინტენფერენციის ეფექტის საფუძველზე – მშობლიური ვარსკვლავის წინ მოძრავი პლანეტა, მნათობის ელვარების ნაწილობრივ შემცირებას იწვევს. ნათების ასეთი რყევების აღმოჩენისას, პლანეტარული მასშტაბების ობიექტთან შეიძლება გვქონდეს საქმე(”კეპლერი” – კიდევ 1284 ეგზოპლანეტა). მალე, ასტრონომების განკარგულებაში გაცილებით მეტად ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდება, რომლითაც ამ შორეული ობიექტების პირდაპირი დამზერა მოხერხდება.
ფრინსთონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი ზეგაცივებადი სპექტროგრაფის – CHARIS, წარმატებული გამოცდა ჩაატარეს, რომელსაც იუპიტერზე დიდი ზომის ობიექტებისგან არეკლილი სინათლის მიღება და ანალიზი შეუძლია, რის საფუძველზეც ამ ობიექტების ასაკის, მასისა და ტემპერატურის დადგენა მოხერხდება. ახალი ინსტრუმენტის მთავარი ნაწილი კორონოგრაფია, რომელსაც ეგზოპლანეტისა და მისი ვარსკვლავის სინათლის ერთმანეთისგან განცალკევება შეუძლია. ეფექტურობით, თივის ზვინში, ნემსის აღმოჩენას შეიძლება შევადაროთ.
CHARIS-ს დამზერის მცირე კუთხე გააჩნია(მთლიანი ნეპტუნიც კი არ ეტევა მის თვალთახედვაში), ამიტომ ინსტრუმენტი, როგორც ჩანს, მხოლოდ წერტილოვანი დამზერებისთვის იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ CHARIS, მხოლოდ იუპიტერზე დიდი ზომის პლანეტების ძებნისას არის ეფექტური, მისი სამიზნეები გაზის გიგანტები იქნება.
მიუხედავად ამისა, ახალი ტექნოლოგია უკიდურესად სასარგბლო შეიძლება აღმოჩნდეს, როცა ის დანარჩენი სამეცნიერო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. მაგალითად, ჰავაის კუნძულებზე მომუშავე, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს იაპონურ ტელესკოპზე – ”სუბარუ”( სუბარუ უხილავ პლანეტებს ხედავს), დაყენებული CHARIS, ეგზოპლანეტობის კანდიდატების(იუპიტერზე დიდი) ნამდვილად არსებობასაც დაადასტურებს და დეტალებშიც შეისწავლის მათ(სპექტროგრაფი HARPS; სპექტრული ანალიზი; როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).