ახალი აღმოჩენების მიხედვით, დედამიწაზე არსებული სიცოცხლე 3,77 მილიარდ წელზე მეტი ხნისაა

 ჰიდროთერმული საქშენების მიკრონამარხებიდან რეკონსტრუირებული ჰემატიტის მილაკების გამოსახულება – ნამარხების ასაკი, დღევანდელი მონაცემებით, სულ მცირე 3,770 მილიარდი წლით თარიღდება (M. Dodd).

კვებეკის (კანადა) ნუვუაგიტუნგის ყურეში ამოღებული ჰ ი დ რ ო თ ე რ მ უ ლ ი  ს ა ქ შ ე ნ ე ბ ი ს  ნამარხები (nasa.gov), სულ მცირე, 3,77 მილიარდი (ზოგი მონაცემებით კი – 4,28 მილიარდი) წლისაა. პირველადი გათვლებითაც კი, ეს ნამარხები სიცოცხლის უძველეს ფორმებს უნდა წარმოადგენდეს.

 წამყვანმა მკვლევარებმა, მეთიუ დოდიმ და დომინიკ პაპინეუმ, სამეცნიერო ჯგუფთან ერთად, ქარვის მიკრონამარხები გამოიკვლიეს, რომლებშიც ჰემატიტით სავსე მიკრომილაკები აღმოჩნდა. რკინის მინერალები, რკინის ოქსიდისა და ჰიდროქსიდის ნარევია, ანუ – ჟანგი. ეს გარემო თანამედროვე მიკროორგანიზმების გარემოს მსგავსია, რომლებიც ჰიდროთერმულ საქშენებში დღესაც ბინადრობენ. კარბონატული მინერალები ჟანგვის პროცესების მიმდინარეობას და ამ ორგანიზმების ბიოლოგიურ აქტივობას უწყობს ხელს. სტატია სათაურით “დედამიწის სიცოცხლის კვალი უძველესი ჰიდროთერმული საქშენების ნამარხებში”, ჟურნალ Nature–ში გამოქვეყნდა.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა, კვლევის დეტალებთან დაკავშირებით, ვიდეო გამოაქვეყნა.

 კვლევა დააფინანსეს: ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა, ლონდონის ნანოტექნოლოგიის ცენტრმა, ინჟინერიისა და ფიზიკური მეცნიერებების კვლევითმა ცენტრმა, NASA–ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტმა, ვაშინგტონისა და კანადის კარნეგის ინსტიტუტებმა.

 ასტრობიოლოგების აზრით, ეს კვლევა მარსზე, ევროპასა და სხვა პლანეტებზე სიცოცხლის კვალის ძიებისთვის მიმდინარე სამუშაოებს პრინციპულად ახალ ეტაპზე გადაიყვანს (წვეთები, რომლებიც ”ცოცხლდება”: კიდევ როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო სიცოცხლე?; პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.