ასტრონომებმა მისია CoRoT-ით მიღებული ეკზოპლანეტების ძებნის შედეგები კიდევ გადაამოწმეს. 25 ვარსკვლავური სისტემის ხელმეორედ კვლევის მერე, რაც ძალიან დიდი ტელესკოპის საშუალებით ჩატარდა, დადგინდა, რომ შვიდ შემთხვევაში საუბარი არა ეკზოპლანტებზე იყო, არამედ აქამდე უცნობ ვარსკვლავ-კომპანიონებზე(arxiv.org).
ბელგიელმა, გერმანელმა, დანიელმა, ესპანელმა, ნიდერლანდელმა, ამერიკელმა და ფრანგმა მეცნიერებმა 25 ეკზოპლანეტობის კანდიდატი აირჩიეს, რომლებიც მისია CoRoT-(1)მა აღმოაჩინა, რის შემდეგაც შესაბამისი ვარსკვლავების მხარეს ძალიან დიდი ტელესკოპის შემადგენელი ოთხი ტელესკოპიდან ერთ-ერთი მიმართეს(დიდი ტელესკოპების ერა).
მკვლევარების მიერ მიღებულ ფოტოებზე აქამდე უცნობი ვარსკვლავები გამოვლინდა, რომლებიც, როგორც ჩანს, 7 ვარსკვლავის შემთხვევაში(25-დან) ორმაგ სისტემებს ქმნიან, თუმცა მეცნიერები ამ ვარსკვლავებზე ფონური ვარსკვლავების გამოსახულებების დადების ეფექტსაც არ გამორიცხავენ. ელვარების რყევამ, ამ შვიდ შემთხვევაში, ადრე ჩატარებული კვლევებისას მეცნიერები დააბნია, რის გამოც ობიექტები ეკზოპლანეტობის კანდიდატებად ჩაითვალნენ. აღსანიშნავია, რომ არჩეული სისტემების განმეორებითი გადამოწმება უკვე ჩატარებული იყო. ადრე შემუშავებული ტესტები საეჭვო ვარსკვლავების 83%-ის გამორიცხვის საშუალებას იძლეოდნენ, თუმცა არც დარჩენილი 17%-ის სია აღმოჩნდა საბოლოო.
ახალი კვლევის ავტორთა შეფასებით, ტრანზიტული მეთოდით აღმოჩენილი ეკზოპლანეტების მესამედი შეცდომით შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).
