აპოლონების” მიერ შეგროვებული ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ მთვარეს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მაგნიტური ველი. თანამედროვე წარმოდგენებით, მისი წყარო, მთავრის შიგნით მოძრავი გამდნარი მანტია იყო, რომელიც დედამიწასთან ჰიპოთეტური პლანეტა თეიას შეჯახების მერევე გაჩნდა, 4,6 მილირდი წლის წინ. ამ თეორიის მთავარი ნაკლი ის არის, რომ ველი შედარებით მცირე ხანს იყო სიცოცხლის უნარიანი და თან სუტი.
პირველი ნამუშევრის ჩარჩოებში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს მოვლენათა განვითარების ვარიანტი, რომელშიც ველი დიდი ხანი ცოცხლობს. თავიდან მთვარე დედამიწასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ახლაა. კომპიუტერული მოდელირებით მათ შეძლეს დაედგინათ, რომ თანამგზავრის ასეთმა ორბიტალურმა დრეიფმა მასში მიმდინარე კონვექციური(გამდნარი მასის მოძრაობა) პროცესების გახანგრძლივება გამოიწვია. შედეგად მთვარის მაგნიტურ ველს 2,7 მილირდი წელი შეეძლო ეარსება.
მეორე ნამუშევრის ჩარჩოებში ფრანგმა და ბელგიელმა მეცნიერებმაც მთვარის ევოლუციის მოდელირება გააკეთეს. მათი აზრით ველის არსებობას ხელს უწყობდა გვიანდელი, 3,9 მილირდი წლის წინდელი, მძიმე მეტეორიტული ბომბარდირება. ასტროფიზიკოსებმა აჩვენეს, რომ მთლიანობში, მეტორიტულ ნალექებს და დედამიწის მხრიდან მოქმედ მოქცევებს შეეძლოთ შეეცვალათ გამდნარი მანტიის გადაადგილების სიჩქარე.
2009 წლს Science-ში გამოჩნდა სტატია, რომელშიც ლაპარაკი იყო მთვარის გრუნტის(76535) ანალიზზე. მაშინ დადგინდა, რომ დედამიწის თანამგზავრს 4,2 მილირდი წლის წინათაც ჰქონდა მაგნიტური ველი, ანუ ფორმირებიდან 300 მილიონი წლის მერევე.