ასტეროიდი ბეჰემოთი

 22 დეკემბერს, დედამიწასთან ახლოს 1,6 კილომეტრი სიგრძის უჩვეულოდ წაგრძელებულმა ციურმა სხეულმა გაიარა. ეს იყო უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში ასტეროიდ 2003 SD220-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლოს მოსვლა – 2,9 მლნ.კმ(დედამიწა-მთვარეს შორის მანძილზე 7,6-ჯერ მეტი).

”გოლდსთოუნ დიფ სფეის კომუნიკეიშენ კომპლექს”(ა.შ.შ.).

 რადიო ლოკაციურ გამოსახულებაზე, ბეჰემოთის ზურგის ფორმის 1,6 კილომეტრიანი ასტეროიდი ჩანს. ”პორტრეტების” მიღება 15-17 დეკემბერს, ნასას ”გოლდსთოუნ დიფ სფეის კომუნიკეიშენის” 70 მეტრიანი რადიო ტელესკოპის(კალიფორნია),100-მეტრიანი ”გრინ ბენქისა”(ვირჯინია) და 305 მეტრიანი არესიბოს(პუარტერიკო) რადიო ტლესკოპების საშუალებით მოხერხდა.

”გრინ ბენქი”(ვირჯინია, ა.შ.შ.).

 ”გრინ ბენქი” გამოყენებული იქნა მიკროტალღური გამოსიხვების მიმღებად , რომელსაც სხვა რადიო ტელესკოპები ასხივებდა. ეს მეთოდი საკვლევი ობიექტის გამოსახულების დეტალიზაციას ზრდის.

არესიბო(პუარტერიკო).

 ლენს ბენერი(რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია, პასადენა, ა.შ.შ.) – ”ზედაპირის ყველაზე უფრო თვალშისაცემი დეტალია ამობურცულობა, რომელიც თითქოს, ასტეროიდის ერთ მხარეს არის შემოვლებული. მისი სიმაღლე 100 მეტრია. ჩანს მრავალრიცხოვანი ნათელი ლაქები, რაც ალბათ ლოდების ანარეკლია, ხოლო მუქი, წრიული ობიექტები მარჯვენა კიდესთან კრატერები შეიძლება იყოს”(ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.