ასტეროიდების ბანდა „ჩელიაბინსკელის“ უკან

 მეცნიერთა წინასწარი შეფასებებით, შეიძლება არსებობდნენ ათეულობით ასტეროიდები, რომელბიც ჩელიაბინკსის ასტეროიდის ტრაექტორიებით მოძრაობენ(Nature News).  მრავალტონიანი ქვა, რომელმაც 2013 წლის 15 თებერვალს რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის ცაში წარმოდგენა მოაწყო, შეიძლება, ასტეროიდთა „ბანდის“ წევრი იყოს, რომლებიც მსგავსი ტრაექტორიებით მოძრაობენ და დედამიწელთათვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამ თეორიის სასარგებლოდ ჯერჯერობით მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია მიღებული, თუმცა დამატებითი დაკვირევბები ამ ვარაუდებს დაამტკიცებენ, ან პირიქით უარყოფენ.

 მრავალრიცხოვანი ჩანაწერების გამოყენებით, რომლებიც თვითმხილველებმა და ვიდეოდაკვირვების კამარებმა გადაიღეს, მეცნიერებმა „ჩელიაბინსკელის“ შესაძლო ტრაექტორია გამოითვალეს, თუმცა ამ შეფასებებს შორის გაჩენილი განსხვავებები ძალიან დიდი აღმოჩნდა. მკვლევართა სხვა ჯგუფი საკითხს სხვაგვარად მიუდგა, მილიარდი შესაძლო ორბიტის მოდელირებითა და მათ შორის ისეთების გამოყოფით, რომლებიც შეჯახებით მთავრდებიან. კანდიდატთა ორბიტების გაშუალების მერე, მენციერებმა ნასას კატალოგს მიმართეს და მასში 20 ასტეროიდი აღმოაჩინეს, ზომებით 5-დან 200 მეტრამდე, რომლებიც იგივე გზებით მოძრაობენ.

 კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს 20 ასტეროიდი, დაახლოებით 40 000 წლის წინათ დაშლილი, ერთი ასტეროიდის ფრაგმენტები უნდა იყონ. დაშლის შესაძლო მიზეზი – ტემპერატირული რყევები.

 მიუხედავად ამისა პანიკაში ჩავარდნა ნაადრევია: თუ ოდესღაც ასტეროიდთა ტრაექტორიები ერთნაირი იყო, მზის სისტემის ობიექტთა გრავიტაციული ზეგავლენით დიდი ხნის წინათ გადაუხვევდნენ ისინი დედამიწისათვის საშიში ორბიტებიდან. მეცნიერთა მიერ გამოტანილი დასკვნები არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებულ მონაცემებს ეყრდნობიან. მაგალითად, 200 მეტრიანი ასტეროიდის – 2011 EO40, ტრაექტორია 34 დღიანი დაკვირვებებით იქნა დადგენილი, მაშინ როცა, ნასა საიმედოდ 2 წლიან დაკვირვებებს მიიჩნევს. ობიექტი, რომელმაც თავისი გზა ჩელიაბინსკის თავზე დაასრულა, შეიძლება მთავარ ასტეროდიულ სარტყელში მომხდარი შეჯახებით გაჩნდა და თავისი გზა სრულ მარტოობაში გაიარა.

 იმის დასამტკიცებლად, რომ გამოყოფილი ობიექტები ერთი „ბანდის“ წევრები არიან „ჩელიაბინსკელთან“ ერთად, მათი ქიმიური ანალიზის ჩატარებაა საჭირო. ან შედარებით ნაკლებად საიმედო, თუმცა იაფი მეთოდის გამოყენება – „ეჭვმიტანილიების“ სპექტრული ნალიზების ჩატარება(შორიდან), რომელთა საფუძველზეც მათი ქიმიური შემადგენელი გამოვლინდება(ჩელიაბინსკის მეტეორიტი; ასტეროიდი აპოფიზი; კოსმოსური ქუხილი; საშიშროება კოსმოსიდან).

3 comments

  1. კარგი და საინტერესო სტატიები დაიდოს და დიზაინს მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა პირადად ჩემთვის არ გააჩნია. რა თქმა უნდა თვალში ეგრევე დიზაინი გხვდება , როცა საიტზე შედიხარ, მაგრამ ვინც მართლა დაინტრესებულია მეცნიერებით მას დიზაინის პრობლემა არ ადარდებს , რაც თქვენ რა თქმა უნდა მოგეხსენებათ : )

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.