„ჰაბლით“ გადაღებული ახალი ფოტო საუკეთესოა მათ შორის, რომლებზეც გალაქტიკა ანტენებია აღბეჭდილი. ამავე ტელესკოპმა აქამდე ორჯერ შეძლო მათი გადაღება, პირველად ფართოკუთხიანი და პლანეტური კამერა 2 (Wide Field and Planetary Camera 2 /WFPC2)-ით 1997 წელს, ხოლო მეორე – 2006 წელს, გაუმჯობესებული კამერით (Advanced Camera for Surveys /ACS). მომსახურე მისიების დამსახურებით, რომლებიც აპარატურის განახლებას ანხორციელებდნენ(ღია კოსმოსში, ასტრონავტების დამხარებით (1)), ანტენების ყოველი მომდევნო ფოტო, რომელსაც „ჰაბლი“ აკეთებდა, წინაზე უკეთესი იყო. ბოლო მისია ტელესკოპს 2009 წელს მოემსახურა.
ეს გალაქტიკები – NGC 4038 და NGC 4039, ერთ დროს სრულიად წყნარი, ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკები იყო, ბოლო 2 მილიონი წლის განმავლობაში კი ერთმანეთთან ბრძოლით არიან დაკავებული. ბრძოლა ისეთი ცხარეა, რომ ვარსკვლვები გალაქტიკებიდან გარეთ ცვივა და მათ გარშემო ვარსკვლავურ თაღებს ქმნის. ამ წყვილის ფართოკუთხიანი ფოტო უკეთ წარმოგვიდგენს, თუ რატომ დაარქვეს მათ ანტენები: ერთმანეთისაგან შორს გაფანტული ვარსკვლავები და გაზის ნაკადები კოსმოსში დიდ მანძილებზეა გადაჭიმული, წარმოქმნილი მოქცევითი კუდები კი ანტენებს გვაგონებენ.
ახალ გამოსახულებაზე ქაოსის კვალს ვხედავთ. გაზის ღრუბლები ცისფერი რეგიონების გარშემო, სადაც ახალი ვარსკვლავები იბადებიან (ნაწილობრივ, ბნელი მტვროვანი ლაქებით დაფარული), ელვარე ვარდისფრად და წითლად ანათებს. ვარსკვლავთა ფორმაციის დონე იმდენად მაღალია, რომ შეიძლება ითქვას, რომ გალატიკები ვარსკვლავთწარმომქმნელ სტადიაზე არიან – პერიოდი, როცა გალაქტიკის გაზის ძირითდი ნაწილი ახალი ვარსკვლავების გაჩენაზე იხარჯება. ეს მარადიულად ვერ გაგრძელდება, ნელ-ნელა გალაქტიკათა ბირთვები შეერთდება და არსებობას ერთი დიდი ელიფსური გალაქტიკის სახით გააგრძელებენ.
ამ გამოსახულების მისაღებად გამოყენებულია ხილული და ახლო ინფრაწითლი დიაპაზონის დაკვირვებები ფართოკუთხიანი კამერა 3 (Wide Field Camera 3 /WFC3)-ითა და გაუმჯობესებული კამერით (Advanced Camera for Surveys /ACS), რომლებითაც ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპია აღჭურვილი (ფრენა ჰაბლის ექსტრემალურად ღრმა სივრცეში).