არც ისე დიდი ხნის წინ, ა.შ.შ-ს სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტის (National Institute of Standards and Technology, NIST) ექსპერტებმა ახალი ატომური საათის შექმნა დაასრულეს. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ ამ საათის დახმარებით შესაძლებელი გახდება ისეთი ნატიფი გაზომვების ჩატარება, როგორიცაა დედამიწის გრავიტაციული ველის არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი სივრცე-დროის გამრუდებები, ძალზე სუსტი სიგნალები მოუხელთებელი ბნელი მატერიისგან და ბევრი სხვა რამ.
ახალი ატომური საათის ბირთვს, იტერბიუმის(ვიკი) 1000 ატომი წარმოადგენს (როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?), რომლებიც ლაზერის სხივებისგან შექმნილ თავისებურ ”ბადეშია” გამოჭერილი. ამ სხივების ენერგია ატომებს მეტრონომივით(ვიკი) რხევას აიძულებს, ერთი ენერგეტიკული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლით და პირიქით. ამ რხევათა გაზომვის ახალი ტექნოლოგია, ასევე 1000 ატომის სინქრონული ”მუშაობა”, დროის ათვლის წარმოუდგენელ სიზუსტეს სძენს ახალ საათს. ერთწამიანი შეცდომა მხოლოდ ყოველ 300 მილიონ წელიწადში თუ ექნება.
სტაბილურობის მაჩვენებელი განსაზღვრავს, რა სიდიდით იცვლება სათის ”წიკწიკი” ძალიან დიდი დროის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, სტაბილურობა შეადგენდა 3,2/1019-ზე. გამეორებადობის მაჩვენებელი ორი ერთნაირი ატომური საათით იქნა გაზომილი. ექსპერიმენტის მსვლელობისას, NIST-ს მეცნიერებმა 10-18 შემთხვევა დააფიქსირეს საათის მუშაობის 1018 ციკლში.
დედამიწის გრავიტაციული ფორმა, გამოწვეული ამ ველის არაერთგვაროვენბით.
ზემოთ ნახსენები მაჩვენებლები, რომლებიც ახალი საათის მუშაობის სიზუსტეს ეხება, შესაძლებელს ხდის ე.წ. გეოიდის (დედამიწის ზუსტი ფორმა) ფორმის 1 სანტიმეტრიანი სიზუსტით დახვეწას. ასევე, გრავიტაციული ტალღების პარამეტრების გასაზომად (გრავიტაცული ტალღები პარალელურ სამყაროში არ იპარებიან), რომელთა სიხშირე გაცილებით მეტია ტალღებისაზე, რომელთა დეტექტირება LIGO-ს შეუძლია. რაც მთავარია, იქნებ მოხერხდეს სიგნალების მიღება, რომლებსაც ბნელი მატერია, მხოლოდ გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში ავლენს (ყველაზე უფრო მგრძნობიარე დეტექტორი ბნელი მატერიის ნაწილაკების აღმოსაჩენად; რაც უფრო ზუსტია საათი, მით უფრო ბუნდოვანი ხდება დრო).