კოსმოპლანმა VSS Unity პირველად იფრინა ჩართული სარაკეტო ძრავით და ზებგერითი სიჩქარე განავითარა, იუწყება კომპანია Virgin Galactic.
საგამოცდო ფრენის დროს, 14,2 კილომეტრის სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავ მატარებელს WhiteKnightTwo, აფრენიდან 20 წუთის მერე კოსმოპლანი გამოეყო და რეაქტიული ძრავა ჩართო. 30 წუთის განმავლობაში, ჰორიზონტის მიმართ 80 გრადუსიანი კუთხით ფრენით, VSS Unity-მ დაახლოებით 2,3 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარე განავითარა(იგივე 1,87 მახი(ერნსთ მახი, ავსტრიელი ფიზიკოსი)). ეს სარაკეტო ძრავა ტრანსბგერითი გადასვლისა და ზებგერითი ფრენის პირობებში პირველად იქნა გამოცდილი.
ძალოვანი აგრეგატის გამორთვის მერე, VSS Unity ინერციით მიფრინავდა, ხოლო 25,7 კილომეტრის სიმაღლის მიღწევისას, კუდის ფრთები 60 გრადუსით მოაბრუნა კორპუსის მიმართ და დაშვება დაიწყო. 15,2 კილომეტრის სიმაღლეზე ფრთები საწყის მდგომარეობაში დაბრუნდა, კოსმოპლანმა დარჩენილი საწვავი დაღვარა და დასაჯდომ ბილიკზე პლანირებით დაეშვა.
2018 წლის 5 აპრილს უდაბნო მოჰავეს(კალიფორნია) პოლიგონზე ჩატარებული გამოცდა წარმატებულად დასრულდა. 2016 წლის თებერვალში განხორციელებული 11 ფრენა სარაკეტო ძრავის ჩართვის გარეშე მიმდინარეობდა. VSS Unity, 2014 წლის ოქტომბერში პილოტის შეცდომის გამო ჩამოვარდნილი VSS Enterprise-ის გაუმჯობესებული მოდელია.
Scaled Composites მიერ შემუშავებული და The Spaceship Company-ს მიერ Virgin Galactic-ისთვის აგებული კოსმოპლანი, სუბორბიტული ტურისტული ფრენებისთვის არის გათვალისწინებული. ერთი ასეთი ფრენის ღირებულება 6 მგზავრიდან თითოეულისთვის, 200 ათას დოლარად არის შეფასებული. Virgin Galactic იმედოვნებს, რომ VSS Unity-ს კომერციული დანიშნულებით გამოყენება 2018 წელსვე დაიწყება(Virgin Calactic – კოსმოსური ტურიზმი).