80 წლის წინათ, ალბერტ აინშტაინი მზად იყო გრავიტაციული ტალღების თეორიაზე უარი ეთქვა.
წინა კვირას რეგისტრირებული გრავიტაციული ტალღები(ფიზიკოსებმა დრო-სივრცის რხევები აღმოაჩინეს), ჯერ კიდევ 100 წლის წინ – 1916 წლეს, ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. ლეგენდარული ფიზიკოსი მაშინ გერმანიაში მოღვაწეობდა და მისი პუბლიკაციები, მხოლოდ ადგილობრივ ჟურნალებში ქვეყნდებოდა, მათ შორის იყო Annalen der Physik(ფარდობითობის ზოგადი თეორიის 100 წელი).
1933 წელს აინშტაინმა ნაცისტური გერმანია დატოვა და ა.შ.შ-ში გადასახლდა, სადაც ნაშრომების გამოქვეყნების უპირატესობას, მხოლოდ ინგლისურენოვან ჟურნალებს ანიჭებდა. იმ დროის ყველაზე პრესტიჟულ მეცნიერულ ჟურნალად ითვლებოდა – Physical Review, რომლის ხელმძღვანელი ცნობილი ფიზიკოსი ჯონ თეით-უნცროსი იყო. აინშტაინის პირველი პუბლიკაცია აქ 1931 წელს გამოქვეყნდა, როცა მეცნიერი შეერთებულ შტატებში კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თხოვნით ჩავიდა.
1935 წელს გამოქვეყნდა აინშტაინ-პოდოლსკი-როზენის პარადოქსი, ერთი წლის მერე, ფიზიკოს ნათან როზენთან ერთად, რომელიც მისი მუდმივი ასისტენტი გახდა, გამოქვეყნდა სტატია „თხუნელას ორმო“ – გვრიაბი დრო-სივრცეში(ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები). შემდეგ, ფიზიკოსმა Physical Review-ში ნაშრომების გამოქვეყნება შეწყვიტა. გამონაკლისს წარმოადგენდა წერილი, რომელიც მან ჟურნალის მთავარ რედაქტორს გაუგზავნა, დაწერილი 1952 წელს, პასუხად ერთიანი ველის თეორიის კრიტიკაზე. ეს წერილი, შემდეგ, ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში გამოჩნდა(ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები).
უთანხმოება მეცნიერსა და ჟურნალს შორის სტატიის გამო მოხდა, რომლის გამოქვეყნებაზეც Physical Review-მა უარი თქვა. მასში აინშტაინი, არც მეტი არც ნაკლები, გრავიტაციულ ტალღებზე უარის თქმას აპირებდა, რაშიც მას, ნათან როზენიც ეხმარებოდა.
გრავიტაციული ტალღების არ არსებობის შესახებ დასკვნამდე, აინშტაინი და როზენი, ბრტყელი გრავიტაციული ტალღების აღწერის მცდელობის დროს მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ მათი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა სინგულარობის გათვალისწინების გარეშე(უცნაური სინგულარობა). აინშტაინი ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, რომ კოორდინატული სინგულარობის მოშორება, კოორდინატების გარდაქმნით იყო შესაძლებელი, თუმცა ის ასეთ რისკზე წასვლას ერიდებოდა.
ერთი წლის მერე, როზენის ნაცვლად, მისი ასისტენტის როლი სხვა ფიზიკოს-თორეტიკოსმა, ლეოპოლდ ინფელდმა დაიკავა. აინშტაინმა შეძლო ინფელდი გრავიტაციული ტალღების არსებობაში დაერწმუნებინა, ხოლო არსებითად გადამუშავებული სტატია, წინას შებრუნებული დასკვნებით, უკვე ჟურნალში – Journal of the Franklin Institute, გამოქვეყნდა, ისევ როზენთან თანაავტორობით. აღსანშანვია, რომ ამ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად სტატიის იგივე ვერსიაც მიიღეს, რომელიც მანამდე Physical Review-ში გააგზავნეს. ამჯერად, აინშტაინი „ფუნდამენტური შესწორებების“ მქონე სტატიების გამოქვეყნებას მოითხოვდა, რაც ძველი განტოლებებისადმი ახლებური მიდგომით ახსნა.
აინშტაინს მოსაზრების შეცვლა, კოსმოლოგმა ჰოვარდ პ. რობერთსონმა აიძულა, რომელიც მანამდე ინფელდს დაუმეგობრდა. რობერტსონს განსაკუთრებული თვისება ჰქონდა, შეეძლო ხალხის თავის საწინააღმდეგოდ განწყობა. ინფელდთან კამათისას, ერთ-ერთ გამოსაქვეყნებლად მომზადებულ სტატიაში მან შეცდომა აღმოაჩინა, რის შესახებაც აინშტაინს მაშინვე მოახსენა.
აინშტაინმა აღიარა, რომ მტკიცებულებებში შეცდომა გაიპარა, თუმცა ისიც თქვა, რომ ეს შეცდომა რობერთსონამდე ერთი დღით ადრე თვითონვე აღმოაჩნა. მიუხედავად ამისა, გრავიტაციული ტალღების არსებობას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა. საქმეში ისევ რობერთსონი ჩაერია, რომელმაც ცნობილ მეცნიერს აჩვენა, რომ სინგულარობის პრობლემის გადაჭრა კოორდინატთა გარდაქმნით არის შესაძლებელი. აინშტაინმა სტატია გადააკეთა და ახლი სახელიც კი დაარქვა: „გრავიტაციული ტალღების შესახებ“.
ლეგენდარულ მეცნიერს ამ შეცდომის შემჩნევა უფრო ადრეც შეეძლო, Physical Review-დან მისთვის გამოგზავნილი რეცენზია რომ წაეკითხა. უფრო მეტიც, რეცენზენტმა ამონახსენიც იპოვა – კოორდინატთა ცილინდრული სისტემის გამოყენებით. ისიც გახდა ცნობილი, რომ 11 წლით ადრე, 1925 წელს, ასეთივე ამონახსენი გერმანელმა ფიზიკოსმა, გუიდო ბექმაც მიიღო, თუმცა, ყურადღების გარეშე დარჩა. აინშტაინის რეცენზენტი კი თვითონ რობერთსონი აღმოჩნდა.
რობერთსონთან კამათის მეორე დღეს, აინშტაინს ლექცია ჰქონდა ჩასატარებელი, რომელზეც შეცდომა შეპარული მტკიცებულების შესახებ უნდა ესაუბრა. სახელგანთქმული მეცნიერი სულით არ დაეცა და ლექცია მაინც ჩაატარა, ისაუბრა რა შეცდომაზე და მის სწორ ამონახსნზე.
ლექცია კი ასეთი ფრაზით დაასრულა:“ თუ შემეკითხებით, არსებობს თუ არა გრავიტაციული ტალღები, მე გიპასუხებთ, რომ არ ვიცი. თუმცა, ეს ძალიან საინტერესო პრობლემაა“(გრავიტაციული ტალღების არსებობის მტკიცებულება).
სსრკ-ში მცხოვრები როზენი, უკვე იქედან წერდა აინშტაინს, მათ საერთო ნამუშევარში დაშვებულ შეცდომებზე. სტატიის ფინალური ვერსია მაინც არ მოეწონა და თავისი პუბლიკაცია ერთ-ერთ სამჭოთა ჟურნალში გამოაქვეყნა, რომელშიც ის ბრტყელი გრავიტაციული ტალღების არსებობას უარყოფდა. მეორე მსოფლიო ომის მერე, როზენისეული პოსტულატები უარყვეს(გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე)(ალბერტ აინშტაინი – დაკარგული ხელნაწერი).