რუსულ და ამერიკულ სარაკეტო ძრავებში თხევადი ჟანგბადისა და RP-1 (ნავთის ნაირსახეობა) ნარევი გამოიყენება, თუმცა, რუსული წარმოების ძრავების სპეციფიკური იმპულსი გაცილებით მაღალია, ვიდრე – ამერიკულის, რაც რაკეტის გაშვებისთვის საჭირო საწვავის მასას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ამის მიზეზი ისაა, რომ რუსულ ძრავებში მაღალი წნევის კამერებია ჩამონტაჟებული, რაც რაკეტის გამონაქშენის მაღალ სიჩქარეს განაპირობებს; ამ ძრავებში მაღალი წნევის კამერის გამოყენებას საქაჩების სამართავი დახურული ციკლური სისტემა უზრუნველყოფს, მაშინ როცა ამერიკული ძრავები გაზურ–გენერატორულ ანუ – ღია ციკლირებას ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ საქაჩების ამძრავი ტურბინების მიერ გამომუშავებული აირები ცალკე საქშენით გარეთ გამოიფრქვევა, მაშინ, როდესაც დახურული ციკლირების შემთხვევაში ეს აირები საწვავის ავზში ბრუნდება და გამონაქშენის დამატებით სიმძლავრეს უზრუნველყოფს.
დახურული ციკლური სისტემა საბჭოთა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1960–იან წლებში შეიმუშავეს და მის უპირველეს დანიშნულებას საწვავის ეკონომია წარმოადგენდა; სამაგიეროდ NASA დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა ამ სისტემის გამოყენებაზე, რადგან მათი პრიორიტეტი იყო ასტრონავტების სიცოცხლის უსაფრთხოება, ხოლო დახურული ციკლირების სისტემა შემნახველი მასალების სწრაფ კოროზიას უწყობდა ხელს. მოგვიანებით, სარაკეტო წარმოებაში კოროზიის საწინააღმდეგო მასალების დანერგვასთან ერთად, ეს სისტემა ტურბინებში ჟანგბადით გამდიდრებული ცხელი აირების მისაწოდებლად ფართოდ გამოიყენება.
საინტერესოა, რომ ამ სისტემაში, იქ, სადაც ტემპერატურა 490 კელვინს არ აღემატება, გამაცივებლად თვით ნავთობი გამოიყენება, რასაც LOX–ნავთობის სისტემა ეწოდება.
httpv://youtu.be/0h2HbczuBbw