კოლაიდერმა მოჩვენებების არსებობა უარყო? ჯერჯერობით, არა

 100 მეტრის სიღრმეზე, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვრის ქვეშ, 26 კილომეტრიანი დიდი ადრონული კოლაიდერია განთავსებული. ეს გიგანტი ემსახურება მეცნიერებს, რომლებიც ყველაზე უფრო ბაზური ელემენტარული ნაწილაკების ბუნებისა და სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას ცდილობენ. სრულიად შესაძლებელია, რომ ერთ-ერთ ასეთ საიდუმლოებას ეკუთვნოდეს შეკითხვა(არ გაგეცინოთ 🙂 ): თუ მოჩვენებები არსებობენ, კოლაიდერს ხომ უნდა “დაენახა” ისინი?

 ბრიტანელი ფიზიკოსი და მეცნიერების პოპულარიზატორი, ბრაიან კოქსი(მანჩესტერის უნივერსიტეტი), სწორედ ასე ფიქრობს. ღებულობდა რა მონაწილეობას რადიოშოუში(BBC Radio 4, The Infinite Monkey Cage), ამასთან დაკავშირებით მან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ კოლაიდერმა მოჩვენებების არსებობა უარყო:

 “სანამ შეკითხვებზე გადავალთ, მინდა განვაცხადო: მოჩვენებების არსებობა, არ არსებობაზე უკვე აღარ ვკამათობთ. ისინი არ არსებობენ”.

კოქსი განაგრძობს:

 “თუ ჩენ გვინდა გვქონდეს რაღაც მოდელი, რომელიც შემცველი და გადამტანია ინფორმაციისა ჩვენი ცოცხალი უჯრედების შეახებ, მკაფიოდ უნდა მივუთითოთ, კონკრეტულად რა სივრცეშია ეს მოდელი და როგორ ურთიერთქმედებს ის ჩვეულებრივ მატერიასთან, რომლისგანაც ჩვენი სხეულია აგებული. სხვანაირად რომ ვთქვათ, ელემნტარული ნაწილაკების სტანდარტულ მოდელში,(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ) გარკვეული გამონაკლისი უნდა დავუშვათ, რომელმაც დიდ ადრონულ კოლაიდერში თავისი არსებობა არ გამოამჟღავნა. ეს წარმოუდგენელია, იმ ენერგეტიკულ მაჩვენებლებს თუ გავითვალისწინებთ, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედებათა დონეებს ახასიათებს”.

 ასტროფიზიკოსმა ნილ დეგრას ტაისონმა, შოუს ერთ-ერთმა მონაწილემ, კოქსს საუბარი შეაწყვეტინა და შეკითხვა დაუკონკრეტა:
“თუ სწორად გავიგე, თქვენ თქვით, რომ CERN-ი, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი, მოჩვენებების არსებობას უარყოფს?”

 “კი” – უპასუხა კოქსმა.

 “მინდოდა მეთქვა, რომ თუ ჩვენი სხეულების მმართავი რაღაც სუბსტანცია არსებობს, მას ჩვენი სხეულის შემადგენელ ნაწილაკებთან ორთიერთქმედების უნარიც უნდა ჰქონდეს. თუ გავითვალისწინებთ სიზუსტეს, რომლითაც დღეს, ნაწილაკთა შორის ურთიერთქმედებათა კვლევა ხდება, ბუნებაში არ არსებობს ისეთი ენერგია(სუბსტანცია, თუ გნებავთ), რომელიც ჩვენი სხეულის მართვას შეძლებდა”.
კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მოჩვენებები რომ არსებობდნენ, რეალურ სამყაროსთან ურთერთქმედება უნდა შეეძლოთ, სტანდარტული მოდელის ნაწილაკებზე გავლით, ენერგიებზე, რომლებზეც სიცოცხლეს შეუძლია იარსებოს.

 უნდა ვაღიაროთ, რომ ბურუსით მოცული თემაა, ვიღაცისთვის – სისულელე, ან რაღაც ისეთი, რაც არც ალქიმიიდან არის შორს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ თეორიულად ნავარაუდევი უამრავი ნაწილაკი ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. ე.წ. სუპერსიმეტრიული ნაწილაკებიდან დაწყებული(სუპერსიმეტრია(მოკლედ)), ბნელი მატერიის ნაწილაკობის კანდიდატით – აქსიონი, დამთავრებული. იქნებ ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ ნაწილაკები, რომლებითაც მოჩვენებები რეალურ სამყაროსთან ურთიერთქმედებენ?

ოთხი დეტქროტიდან, ATLAS-ი ყველაზე დიდია ზომით . სიგრძით 43 მეტრი, დიამეტრი 22 მ, წონა 7000 ტონა. ადამიანის ფიგურები ჩასმულია მასშტაბების უკეთესად აღსაქმელად.

 “ბნელი მატერიის საკითხი ისევ ღიად რჩება. ისევ არ ვიცით, არსებობს თუ არა აქსიონი. მაშინ არც ის გვეცოდინება, რომ მოჩვენება შეიძლება აქსიონებისგან შედგებოდეს” – ამბობს პროფესორი ბობ ჯეიქობსენი, რომელიც ბნელ მატერიას ეძებს დეტექტორით – LUX. იქვე დასძენს, რომ ფიზიკურ ნაწილაკებთან, მოჩვენებათა მხრიდან შესაძლო ურთიერთქმედების საკითხით არ დაინტერესებულა და შეიძლება ცდებოდეს კიდეც.

CERN-ის ოფიციალურ საიტის მიხედვით:

 “აქსიონი არის ჰიპოთეტური ნეიტრალური და ძალიან მსუბუქი ნაწილაკი, რომელიც ჩეულებრივ მატერიასთან პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს. ისინი, “უცნაურ ფოტონებად” შეიძლება განვიხილოთ. ჰიპოთეზის მიხედვით, თუ აქსიონები მართლაც არსებობს, ელექტრომაგნიტურ ველში მოხვედრისას, ფოტონის მდგომარეობაში გადასვლა და დაბრუნება უნდა შეეძლოს”.
მართლაც რომ მოჩვენების განსახიერებაა, ბატონო კოქს!

 ამერიკული LUX(LUX-ი ბნელი მატერიის ნაწილაკებს ვერ ხედავს), იტალური XENON(ბნელი მატერიის ძებნა უშედეგოდ დამთავრდა), CERN Axion Solar Telescope(CAST) და სხვა კოლაბორაციები, ბნელი მატერიის ძებნას აგრძელებენ, თუმცა ჯერ რაიმე კვალიც კი არ არის აღმოჩენილი. იქნებ, მოჩვენებებს კოლაიდერთან და დეტექტორებთან ახლოს ყოფნა არ სურთ და მთავარი საქმით, ადამიანების შეშინებით არიან დაკავებული, ადამიანებისა, რომლებსაც მათი არსებობისა არ ჯერათ?

 მთლიანობაში, ეს თემა საერთოდ რამეს თუ გვიმტკიცებს? შეიძლება ვიფიქროთ, რომ კოლაიდერი, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის გარკვეულ ასპექტებს საკმაოდ კარგად გვიჩვენებს, თუმცა, მოჩვენებათა არსებობის შესაძლებლობა მას ჯერჯერობით არ უარყვია(დიდი ადრონული კოლაიდერი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.