”ჰაბლმა” აქამდე უცნობი ”საბაზისო” ახალგაზრდა გალაქტიკების პოპულაცია აღმოაჩინა, რომლებშიც სამყაროს არსებობის ადრეულ ეტაპზე პირველი ვარსკვლავების დიდი რაოდენობა გაჩნდა. მათი გამოჭერა ”ჰაბლის” ღრმა ულტრაიისფერი დამზერის ინსტრუმენტით მოხერხდა.
გამოსახულებაზე წარმოდგენილი 58 ახალგაზრდა გალაქტიკა იმ მომენტშია გადაღებული, როცა ისინი ასეთნაირად 10 მილიარდზე მეტი წლის წინათ გამოიყურებოდნენ, ყველაზე უფრო აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების დროს. თუ ისინი სამყაროს იმ ეპოქისთვის ტიპირი გალაქტიკები არიან, მაშინ პირველი ვარსკვლავების 80% სწორედ მათში გაჩნდა. ახლად აღმოჩენილი გალაქტიკების რაოდენობა 100-ჯერ მეტია , ვიდრე მათი მასიური მეზობლებისა. თუმცა, ამავე დროს 100-ჯერ უფრო მკრთალები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ადრინდელი ღრმა დამზერების დროს აღმოაჩინეს(”ჰაბლის” ექსტრემალურად ღრმა კოსმოსი; ირმის ნახტომის ევოლუცია სხვა გალაქტიკების მიხედვით).
გალაქტიკები ”ჰაბლის” გამჭრიახე თვალისთვისაც საკმაოდ მკრთალები არიან. მათი დანახვა გრავიტაციული ლინზას საშუალებით მოხერხდა, რომელსაც შორეული გალაქტიკური გროვა – Abell 1689(გალაქტიკების გროვა სინათლეს ამრუდებს) ქმნის.
ამ გალაქტიკების აღმოჩენა იმის მტკიცებულებაც არის, რომ პატარა გალაქტიკების ცხელი ვარსკვლავები ინტენსიურად ასხივებდნენ და წყალბადს აიონიზირებდნენ. რეიონიზაციის სახელით ცნობილი ეს პროცესი 13 მილიარდი წლის წინათ მიმდინარეობდა, დიდი აფეთქებიდან პირველი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლოაბში(რეიონიზაციის ეპოქის დროინდელი გალაქტიკები).
ადრეული გალაქტიკბის კვლევა კოსმოსური ტელესკოპის – ”ჯეიმს უები”, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება. ინფრაწითლ დიაპაზონში მომუშავე ”ჯეიმს უები” ყოველი გლაქტიკის სპექტრს შემადგენელ ფერებად დაშლის, რითაც მათი ვარსკვლავების დაბადებისა და ქიმიური შემადგენლის შესახებ დეტალურ ინფორმაიცას მოიპოვებს(პირველი ვარსკვლავები ბზრიალასავით ტრიალებდნენ).