ჯეიმს ვებს 2014 წელს გაუშვებენ

 

რა შედეგს მოგვცემს ინფრა-წითელი სურათების გადაღება? აი შეხედეთ ზემოთ სურათ. სურათის ზედა ნაწილი ჩვეულებრივი სურათია ხოლო ქვედა ნაწილი ინფრა-წითელი სხივებით აღბეჭდილი. მართალია ზედა გაცილებით ლამაზი და მრავალფეროვანია მაგრამ ეს სილამაზე იქმნება უამრავი კოსმოსური მტვერისა და სხვადასხვა ნამსხვრევების შერევით და შეუძლებელს ხდის იმის დანახვას თუ რა ხდება მის უკან, ხოლო როგოც ინფრა-წითელ სხივებით აღბეჭდიკ სურათზე ჩან მისი საშუალებით გაცილებით მარტივია მტვერის ნაწილაკების იგნორირება და მის უკან არსებული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების დანახვა.

 

ახალი ტელესკოპის დიზაინში გარკვეული ცვლილებებია. თუ თვალს ადევნებდით Hubble-ს გაშვებას გემახსოვრებათ რომ მას შემდეგ რაც ის კოსმოსში გაუშვეს გარკვეული პრობლემები შეექმნა. კერძოდ კი ტელესკოპის ლინზა ზედმეტად გლუვი აღმოჩნდა რის გამოც წესიერი სურათების გადაღება შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ ტელესკოპი ისე იყო შექმნილი რომ შეკეთების საშუალებას იძლეოდა და მამაცი ასტრონავტების დამსახურებაა რომ ტელესკოპი ასეთ განმაცვიფრებელ შედეგებზე გავიდა. ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ Hubble-ს შესაკეთებლად. საბედნიეროდ ეს ამბავი მაშინ მშვიდობით დასრულდა. ახალ ტელესკოპს უკვე აღარ ექნება შეკეთების საშუალება. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ ის იდელური იქნება როდესაც დედამიწას დატოვებს წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი ჩავარდება.

 

ადვილად შესამჩნევია ფუტკრის სკის მაგვარი ექვსკუთხა უჯრედები რომლითაც აგებული ტელესკოპი. სწორედ ეს უჯრედები უზრუნველყოფენ ინფრა-წითელი სხივების შეგროვებას. უნდა აღინიშნოს ისიც რომ ძალიან ფაქიზი მოწყობილობაა. მისი რომელიმე უჯრედის პატარა დაზიანება გამოიწვევს გადაღებული სურათების სრულ დამახინჯებას.

როგორც ხედავთ არ გავს წინა ტელესკოპს მაგრამ მისია იგივეა რაც წინა ტელესკოპისა იყო, დაგვანახოს იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე დედამიწიდან ვხედავთ. რამოდენიმე წელში შევძლებთ გაცილებით მეტი სინათლის წელიწადით დაშორებული ადგილების დანახვას ვიდრე ოდესმე.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *