წყალბადის პლაზმის პირველი ანთება სთელარატორში ვენდელშთაინ 7-X

 თერმობირთვული რეაქცია პრაქტიკულად ყველა ვარსკვლავის წიაღში მიმდინარეობს. წყალბადის ოთხი ბირთვი(ანუ პროტონები) წარმოქმნის ჰელიუმის ატომს(2 პროტონი და 2 ნეიტრონი), გარემოში სხვა ნაწილაკების გამოყოფით. როგორც ბირთვის დაშლის დროს არის დარჩენილი ნაწილაკების მასა, რეაქციამდელი ნაწილაკების საერთო მასაზე ნაკლები, აქაც, წარმოქმნილი ნაწილაკი მსუბუქია რეაქციამდელი პროდუქტის, წყალბადის ბირთვების საერთო მასაზე – სწორედ მასის ეს დანაკლისი გამოსხივდება ნაწილაკების სახით, რომლებიც თავის მხრივ, ვარსკვლავს აცხელებს(ბირთვული დაშლა და სინთეზი).

 თერმობირთვული სინთეზის უახლესმა ექსპერიმენტულმა რეაქტორმა – ”ვენდელშთაინ 7-X ”, მასში შეფრქვეული წყალბადის მცირე პორცია 80 მილიონ გრადუსამდე წარმატებით გააცხელა და აირადი წყალბადი მაღალტემპერატურული პლაზმის მდგომარეობაში გადაიყვანა.

 შეგახსენებთ, რომ Wendelstein 7-X მშენებლობა 10 წელი მიმდინარეობდა. ეს ურთულესი მოწყობილობა მაღალი ეფექტურობისა და მაგნიტურ ველში გავარვარებული პლაზმის 30 წუთამდე შენარჩუნებისთვის შეიქმნა. თუ სთელატორის ტიპის რეაქტორების კონცეპტუალური იდეა სიცოცხლის უნარიანი აღმოჩდნება, ასეთი რეაქტორებით საიმედო და ეკოლოგიურად სუფთა თერმობირთვული ენერგიის მიღების ერა დაიწყება.

 კვლევის ეს ეტაპი ამა წლის მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამის მერე კამერა გაიხსნება და ტექნიკური პერსონალი მის კედლებზე ნახშირბადის ფილებს დააყენებს, რაც მათ დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მოხდება საწვავთან ერთად კამერაში მოხვედრილი არასაჭირო ნივთიერებების მოშორება. ასეთი მოდერნიზაციის მერე, რეაქტორი კიდევ უფრო მეტად გააცხელებს პლაზმას და ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი შეინარჩუნებს მას, გასაცხელებლად საჭირო 20 მეგავატ ენერგიაზე.


ტოკამაკის(რუსული – დენი მაგნიტური კოჭები) ტოროიდალური კამერა.

 ვენდელშთაინ 7-X, რომლის მშენებლობაზე 1 მილირდი ევრო და 1 მილიონი კაც-საათი დაიხარჯა, 1 ვატ ეენრგიასაც კი არ გამოიმუშავებს. ის, პირველ რიგში, სთელატორის ტიპის რეაქტორების ვარგისიანობის შესაფასებლად შეიქმნა საწარმოო მასშტაბების ენერგიის გამომუშავების საქმეში, ასევე, უპირატესობის დემონსტრირებისთვის ტოკამაკის ტიპის რეაქტორებთან შედარებით, რომლებიც მოკლეიმპულსიანი რეჟიმით სამუშაოდ არის განკუთვნილი.

 რეაქტორის საზეიმოდ გაშვების ვიდეორგოლი. ანგელა მერკელის მიერ ”ჯადოსნურ” ღილაკზე დაჭერის მომენტი 41-ე წუთზეა წარმოდგენილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *