წყალბადისა და ანტიწყალბადის მუხტი

წყალბადისა და ანტიწყალბადის მუხტი

 მეცნიერები თვლიან, რომ უარყოფითი შედეგიც შედეგია, თუმცა, საერთაშორისო პროექტის ჩარჩოებში – ALPHA Collaboration, ჩატარებული კვლევა, ერთგვარი, ნეიტრალური შედეგია. ეს უკანასკნელი, სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოცანის ამოხსნაში უნდა დაგვეხმაროს – სად გაქრა ანტიმატერია, რომელიც ჩვეულებრივ მატერიასთან თანაფარდობაში გაჩნდა დიდი აფეთქების დროს?

 ფიზიკის კანონების თანახმად, ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკებს, ნაწილაკი-ანტიპოდი ჰყავს, იგივე მასითა(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ) და საწინააღმდეგო ნიშნის მუხტით. ამ თვალსაზრისით, ანტიწყალბადის ატომს ისეთივე ნეიტყრალური მუხტი უნდა ჰქონდეს, როგორიც წყალბადის ატომს აქვს. ანტიპროტონისა და პროტონის მუხტები, რომლებისგანაც წყალბადის ატომი შედგება, სრულად უნდ ააკომპენსირებდეს ერთმანეთს, როგროც ჩვეულებრივი წყალბადის ატომის შემთხვევაში(ანუ უნდა იყოს ნეიტრალური).

 ALPHA-ს მოწყობილობაზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ანტიწყალბადისა და წყალბადის ატომები, ელექტრულად ნეიტრალურია. ამასთან ერთად, ამ გაზომვების სიზუსტე ადრინდელზე 20-ჯერ მეტი იყო, ხოლო პოზიტრონისა(ელექტრონის ანტინაწილაკი) – 25-ჯერ. მიღებული შედეგები სრულად შეესაბამება ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტულ მოდელს, რაც მის მართებულებას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.

antiomateriis xafangi alpha
ანტიმატერიისა და მატერიის ნაწილაკთა კონტაქტისას ხდება ანიჰილაცია, ნაწილაკების ურთიერთგანადგურება, ენერგიად გადაქცევით. ამიტომ, მათ სპეციფიური ფორმის მაგნიტური ველის მქონე ”ხაფანგში”(ALPHA) იჭერენ.

 უახლოეს მომავალში, პროექტის – ALPHA Collaboration, მეცნიერები, ანტიმატერიის ბუნების სხვა ასპექტების კვლევასაც დაიწყებენ, გამოსხივების სპექტრისა და გრავიტაციული ძალით ზემოქმედების რეაქციის(ALPHA-G) ჩათვლით(სად დაეცემა ანტიატომი: გრავიტაცია თუ ანტიგრავიტაცია?; მატერია-ანტიმატერია განსხვავება მსგავსება).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *