კოსმოსურმა აპრატმა – Dawn(”განთიადი”), მეცნიერებს საშუალება მისცა გაეგოთ, ასტეროიდულ სარტყელში სად შეიძლება ყინულის პოვნა. მილიარდობით წლის წინათ, ამ ჯუჯას ზედაპირზე თხევადი ოკეანე იყო, ირწმუნებიან მეცნიერები(science).
დღეს, ცერესზე მხოლოდ გაყინული ან აირადი წყალია: თიხოვანი ქანების ნაპრალებს ყინული ავსებს, ხოლო წყლის ორთქლისა და ფრაგმენტირებული ყინულის ჭავლები, პერიოდულად, გაყინული ვულკანების ყელიდან იფრქვევა. მილიარდობით წლის წინათ, მზის სისტემის ფორმირების ნარჩენი სითბო, ცერესს ჯერ კიდევ ათბობდა, მისი ზედაპირი უზარმაზარი ოკეანით იყო დაფარული. თხევადი წყლისა და მყარი ქანების ურთიერთქმედებამ, ახლანდელი ცერესის რთული სტრატიგრაფია წარმოქმნა: ქვისა და ყინულის ფენათა მონაცვლეობა.
წყლის ორთქლი, მტკიცებულება ცერესზე წყლის არსებობისა, პირველად 2014 წელს, ”ჰერშელით” გადაღებულ ფოტოებზე შეამჩნიეს. მის ორბიტაზე Dawn-ის გასვლის მერე, ნათელი გახდა, რომ ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე წყლის დიდი მარაგია, თუმცა, მხოლოდ ახლა გაირკვა, კონკრეტულად სად.
პლანეტის რუკის შესადგენად, ბირთვული სპექტროგრაფი იქნა გამოყემებული, რომლითაც Dawn-ია აღჭურვილი. ორბიტაზე მოძრაობასთან ერთად, აპარატი ყველაზე უფრო გავრცელებული ელემნტების შესახებ ინფორმაციას გადმოსცემდა. წყალბადი(წყლისა და ბევრი მინერალის შემადგენელი), რკინა და კალიუმი. ყველაზე მეტი წყალბადი, ცერესის პულუსებზე და ზომიერ განედებზე იქნა აღმოჩენილი. კვლევის ავტორთა აზრით, წყლის მეტი ნაწილი ეკვატორიდან იკარგება.
ეკვატორულ ნაწილში მოხვედრილ ასტრონავტს, წყლამდე მისაღწევად, მხოლოდ 1 მეტრამდე მოუწევს ამოთხრა, ხოლო პოლუსებზე, მტვროვანი საფარის ქვეშვე აღმოაჩენს(Nature). ნათელი კრატერები, მზის სხივისთვის მიუდგომელ, ჩაბნელებულ ადგილებზე, მეტეორიტების ვარდნით გაჩენილი გაყინული ტბებია.
ცერესი, მზისა და პლანეტების მერე, მზის სისტემის ყველაზე დიდი ობიექტია, მდებარე მარსსა და იუპიტერს შორის, მთავარ ასტეროიდულ სარტყელში. ამ სარტყლის ობიექტთა საერთო მასის მესამედი, სწორედ მასზე მოდის. ის ასევე, ერთად-ერთი ობიექტია ნეპტუნის ორბიტის შიგნით, რომელსაც პლანეტის სტატუსი არ გააჩნია, სფერული ფორმის მისაღებად, გრავიტაციის ძალა არ ეყო(ცერესის ლაქები და აფხაზური ქალღმერთი; Dawn-მა პროგრამის ძირითადი ნაწილი დაასრულა).
კრატერი ოკატორი, მარილების კაშკაშა დანალექით მასში(NASA).
კომეტების,ასტეროიდების და ჯუჯა პლანეტების კვლევა ყოველთვის საინტერესოა.