გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის სპეციალისტებმა მთვარის დეტალური სამ განზომილებიანი მოდელი შეადგინეს, რომელიც ამ ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირის 98% მოიცავს. რელიეფის დეტალური, მოცულობითი მოდელის გენერირებისთვის, მეცნიერებმა 70 ათასი სტერეოკადრი გამოიყენეს, რომლებიც ამერიკულმა თანამგზავრმა LRO-მ 50 კილომეტრის სიმაღლიდან გადაიღო.
მთვარის ახალი მოდელი ყველაზე დაბალ მონაკვთებს ცისფრად გვიჩვენებს(-9100მ.), ხოლო ყველაზე მაღალ წერტილებს წითლად(+10 760 მ.).(NASA, GSFC, ASU, DLR).
მეზობელი კადრების უმრავლესობა ერთმანეთთან პიქსელის სიზუსტითაა შეთავსებული, იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებოდა აპარატი გადაღებების დროს და როგორი იყო ხედვის არე. შედეგად 40-მა კომპიუტერმა ერთ კვირაში გააკეთა 100 მილირდი წერტილისგან შემდგარი, მთვარის რელიეფის ციფრული მოდელი.
რუქა GLD 100(Global Lunar Digital Terrain Model) მთვარის მაღლობებს 100 მეტრიანი ნაბიჯით გვიჩვენებს. ის დამატებით შემოწმებულ იქნა ისევ და ისევ LRO-ს მიერ, ლაზერული სიმაღლის მზომით. ეს მოწყობილობა ზუსტ მონაცემებს იძლევა, თუმცა ფოტოგადღებებისგან განსხვავებით ვერ მოიცავს მთელ ზედაპირს.
მეცნიერები GLD 100-ის დაზუსტებას მომავაშიც განაგრძობენ, რადგან LRO ახალი კადრების გადმოცემას აგრძელებს. ჯერჯერიბით კი, გამოიყენეს რა ახალი მოდელი, მკვლევარებმა მთვარეზე “ფრენის” ვიდეორგოლი შექმნეს. ყველაფერთან ერთად მასში “აპოლონების” მისიების დაჯდომის ადგილებიცაა ნაჩვენები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ადგილები მისიის მთავარი სამიზნე არაა. დეტალური სამ განზომილებიანი რუქა სპეციალისტებს მომავალი პილოტირებული და უპილოტო მისიების განხორციელებაში დაეხმარებათ.
httpv://www.youtube.com/watch?v=AAeBaMV7GSALRO-ს 10 საუკეთესო აღმოჩენა.
შედგენილია მთვარის სრული 3D რუქა
Posted by