ყველაზე ელვარე ზეახალი

 ზეახალ ვარსკვლავთა შორის ახალი ჩემპიონი გამოჩნდა. 14 ივნისს აღმოჩენილი ზეახლის ელვარება 400 მილიარდჯერ აჭარბებდა მზისას. ობიექტი ASASSN-15lh, აქამდე ცნობილ ზეელვარე ზეახლებზე 2,5-ჯერ კაშკაშა. ის, 14 სატნტიმეტრიანი სარკის მქონე ცის ხილული ნაწილის ზეახლებზე ავტომატური დამზერის მოწყობილობამ აღმოაჩინა, სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე, ინდიელის თანავარსკვლავედში.

 უფრო ძლიერი ტეელსკოპებით შემდგომი დამზერისას გაირკვა, რომ დედამიწიდან 2,8 მილირდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ობიექტი, პიკური ელვარების მიღწევიდან მეცხრე დღეს აღმოაჩინეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ელვარება 100-ჯერ ემტია ჩვეულებრივი ზეახლებისა და რამდენიმეჯერ მეტი ზეელვარე ზეახლების ნათებაზე.

 ამ ანთებისას გამოსხივებული სინათლე ჯერ ახლა იწყებს კლებას და როცა ობიექტის სიკაშკაშე ახლანდელზე გაცილებით მცრიე გახდება, მხოლოდ მაშინ თუ დადგინდება წყარო – ASASSN-15lh-ის წარმოშობის ნამდვილი მიზეზი. ჩვეულებრივისგან განსხვავებით, გადაჭარბებული სიკაშკაშის ზეახალი ვარსკვლავი დაახლოებით 100 დღე უნდება ”ჩაქრობას”.

 ზოგიერთი ასტრონომის აზრით, ზეახალთა ასეთი ანთებები, მასიური ვარსკვლავების ევოლუციის ბოლოს მომხდარ უძლიერეს გამა-ანთებებთან უნდა იყოს დაკავშირებული. აფეთქების მომენტში გამოტყორცნილი გამა სხივები, ასე რომ ვთქვათ, ცეცხლზე ნავთს ასხამს, რის გამოც აფეთქება უფრო ელვარე და ხანგრძლივი ხდება(ჰიპერახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.