ღრუბელი, გროვა და კომეტა საიდინგ სპრინგი

 მზის სისტემის შიდა რეგიონების სტუმარი, სახელად C/2013 A1, აღმოჩენილი 2013 წელს, ავსტრალიის ობსერვატორია საიდინგ სპრინგიდან, რობერტ მაკნოტის მიერ, წითელ პლანეტას 132 000 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა, რაც დაახლოებით დედამიწა-მთვარეს შორის მანძილის 1/3-ს უტოლდება. ამ ფოტოზე კომეტის მოთეთრო კომა და მისი მომრგვალებული მტვროვანი კუდი ჩანს, გადაჭიმული სამხრეთის ცაზე. ამ ზღაპრულ პეიზაჟზე, მაგელანის პატარა ღრუბელი, ვარსკვლავთგროვა ტუკანის 47 (მარჯვნიდან) და NGC 362 ჩანს (მარცხნივ მაღლა). მარსის ორბიტზე მოძრავი კოსმოსური აპარატები საშიშროების ქვეშ აღმოჩნდა, რადგან კომეტის ნაწილაკებს მათი დაზიანება შეეძლო, ამიტომ მაქსიმალური მიახლოებისას, მმართველი ჯგუფები ცდილობდნენ პლანეტის მეორე მხრეს დაემალათ ისინი (მარსის ორბიტული მზვერავები; 1).

2 comments

  1. ამ კომეტას 8 მაგნიტუდაზე ნაკლები არ ექნება.ასე რომ დავივიწოთ მისი ხილვა 🙁

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.