უცნაურად მოძრავი გაზის ღრუბელი გალაქტიკის ცენტრთან

 ასტრონომებმა, ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან ახლოს მდებარე გაზ-მტვროვანი ღრუბლის გადაადგილება შეისწავლეს. ობიექტი HCN-0.085−0.094, სამი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი, შერდარებით მცირე ზომის სხეულის გარშემო ბრუნავს, რომლის დანახვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შესაძლებელია, რომ ბრუნვის ცენტრში შავი ხვრელი მდებარეობდეს, 100 ათასი მზის მასით (arxiv.org).

 “რკალისებრი სტრუქტურის მქონე გაზის ერთ-ერთი გროვის სიჩქარე, უხილავ ობიექტთან მიახლოებისას მცირდება და მასთან დაშორებასთან ერთად წრფივად იზრდება (სიჩქარის გრადიენტი). ეს კინემატიკური სტრუქტურა, სავარაუდოდ, 100 ათასი მზის მასის შავი ხვრელის ორბიტაზე უნდა მოძრაობდეს” – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ასტროფიზიკოსი შუნია ტაკეკავა (იაპონიის ნაციონალური ასტრონომიული ობსერვატორია).

 თუ ეს მართლაც ასეა, ჩვენს წინაშე იშვიათი ობიექტი შეიძლება იყოს – შუალედური მასის შავი ხვრელი. დღეისათვის, ასტრონომებმა ათასი მზის მასის, ე.წ. ვარსკვლავური მასის შავი ხვრელებისა და მილიონობით მზის მასის შავი ხვრელების, იგივე ზემასიური შავი ხვრელების არსებობის შესახებ დანამდვილებით იციან (რეკორდული მასის ზემასიური შავი ხვრელი). ზემასიურები, ძირითადად, გალაქტიკის ცენტრებში, მათ შორის ირმის ნახტომის ცენტრშიც (მშვილდოსანი A*). შუალედი ჯერ ისევ შეუვსებელი რჩება, მეცნიერებს მტკიცებულებები ისევ არა აქვთ, რაც შუალედური მასის შავი ხვრელების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს (ბნელი ძალა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.