უჩვეულო ღრუბელი MAVEN-მაც აღმოაჩინა

 კოსმოსურმა ზონდმა – MAVEN(მარსის ატმოსფეროს ცვალებადი განვითარების მკვლევარი), მარსის ატმოსფროში მტვრის ღრუბელი აღმოაჩინა, რომლის წარმომავლობა გაურკვეველი რჩება, ასევე დაინახა პოლარული ნათბაც.

 მტვრის ღრუბელი ზედაპირიდან 150-300 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი გაჩენის მიზეზი და ქიმიური შემადგენელი ჯერჯერობით დაუდგენელი რჩება. პლანეტის ატმოსფეროს სიღრმეში არსებული ეს ობიექტი ზონდის ერთ-ერთი ინსტრუმენტით – LPW(პლაზმის ოსცილაცია და ტალღბი), აღმოაჩინეს.

 ღრუბლის სისქე სიმაღლის კლებასთან ერთად იზრდება. მენციერებისთვის უცნობია, იცვლება თუ არა წარმონაქმნი დროში, თუ სტაციონარული ხასიათი აქვს მას. თუ ღრუბელი უცნობი ატმოსფერული მექანიზმით წარმოიქმნა გამოდის, რომ პლანეტოლოგებს წითელი პლანეტის ატმოსფეროს რომელიღაც ფუნდამენტური პრინციპი გამორჩენიათ.

 ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ღრუბელი წარმოიქმნა მტრვის მიგრაციით ფობოსიდან და დეიმოსიდან, რაც მზის ქარის ზემოქმდებით ხდება, ან ასტეროიდებიდან და კომეტებიდან.

 ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 2014 წლის დეკემბრიდან ზონდი, დედამიწისეული პოლარული ნათების მსგავს მოვლენას აფიქსირებდა. დედამიწისგან განსხვავებით, ის ატმოსფეროს ქვედა ფენებში ხდებოდა, არ იყო დამოკიდებული გეოგრაფიულ განედზე, ხოლო მასში მონაწილე ნაწილაკებს გაცილებით მაღალი ენერგიები ჰქონდა. პლანეტოლოგები ამას, უკავშირებენ ნაწილაკების შეღწევას პლანეტის სუსტ მაგნიტურ ველში, რომელიც მილირადობით წლების წინ გაცილებით ძლიერი იყო.

 მისია MAVEN-ის ამოცანაა, მარსული ატმოსფეროდან გაზების გამოდევნის სიჩქარის დადგენა(კერძოდ, ჟანგბადისა და წყალბადის). ამით მეცნიერები მოახერხებენ შეაფასონ, რა რაოდენობის წყალი დაკარგა და კარგავს მარსი. გარდა ამისა, მათ პლანეტის კლიმატიც აინტერესებთ, რაც მომავალი მისიების დასაგეგმავად არის აუცილებელი, მათ შორის პილოტირებული მისიისთვისაც.

 ამერიკული აპარატი 2013 წლის 18 ნოემბერს კანავერალის კონცხზე ასრებული კოსმოდრომიდან რაკეტამატარებლის Atlas V, საშუალებით გაუშვეს კოსმოსში. მარსის ორბიტაზე კი 2014 წლის 21 სექტემბერს გავიდა. გეგმის მიხედვით, მან მინიმუმ ერთი წელი მაინც უნდა იმუშაოს.

 მარსის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრავი(მარსის შემსწავლელი, ნასას უკვე მეათე ზონდი), MAVEN-ი, ყოველი ბრუნის მერე მარსის ატმოსფეროს ზედა ფენებში შედის. მისიის ღირებულება 700 მილიონ დოლარს შეადგენს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.