უჩვეულო ფორმის ასტეროიდი

 ნასას სპეციალისტები, ციური ობიექტების მუდმივ მონიტორინგს ატარებენ. დედამიწიდან ამა თუ იმ მანძილზე, ასტეროიდები ყოველდღიურად დაფრინავენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არც ერთი მათგანი არ იქნება ჩვენთვის საშიში უახლოეს მომავალში.

 ასტროფიზიკოსებმა 31 ასტეორიდი დაითვალეს, რომლებიც წლის ბოლომდე დედამიწასთან ახლო მანძილებზე მოხვდება. მათ შორის ყველაზე პატარა და დიდი, კათოლიკური შობის დღეს მოგვიახლოვდება. პირველი მთგანია – 2011 YD29, დიამეტრით 15-33 მეტრი, რომელიც დედამიწა-მთვარეს შორის არსებულ მანძილზე 9,7-ჯერ შორს აღმოჩნდება. მეორე, 2003 SD220 (163899), დიამეტრით 2,5 კილომეტრი, 24 დეკემბერს 11 მილიონი კილომეტრის მანძილზე გაიფრენს, მთვარემდე 28-ჯერ შორ მანძილზე. მისი დანახვა, მხოლოდ შედარებით ძლიერი ტექნიკით იქნება შესაძლებელი. გასნაკუთრებულ ინტერესს იწვევს ამ ასტეროიდის ძალიან წაგრძელებული ფორმა, რაც მსგავსი ციური სხეულებისთვის არადამახასიათებლია(26 ასტეროიდი ბოლო 13 წლის განმავლობაში; ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.