უჩვეულო “ვარსკვლავური ქარი”

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი კოსმოსური ტელესკოპით – ” XMM-ნიუტონი”, ჩატარებული დაკვირვებებით გაირკვა, რომ მასიური ვარსკვლავების მიერ სივრცეში გამოტყორცნილი ქარი, საკმაოდ უჩვეულოდ იქცევა. შეჯახებისას ეს ნაკადები გაცილებით ელვარეა და რენტგენშიც მეტს ასხივებს, ვიდრე მათი წარმომქმნელი ვარსკვლავები, რომელთა ანთებები ამ მომენტისთვის თითქმის დასრულებულია.

” XMM-ნიუტონი”(ESA).

 ცნობილია, რომ ვარსკვლავური ქარი ბირთვული რეაქციების ენერეგიის ხარჯზე ჩნდება, რომელიც მასიური ვარსკვლავის ბირთვში გამომუშავდება, საკმარისად მასიურისა, რომ მილიონობით კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრავი ნაწილაკებისგან შემდგარი ქარი გამოუშვას და ერთ თვეში, დედამიწის მასის ტოლფასი მატერია დაკარგოს. კოსმოსურ სივრცეში შეხვედრილი ასეთი ნაკადები, საკმაოდ საინტერესო მოვლენათა გაჩენის მიზეზი ხდება.

 კვლევის ობიექტი ორი ერთმანეთთან ახლოს მდებარე მასიური ვარსკვლავი იყო, ჩვენი გალაქტიკის ჯუჯა მეზობელში – მაგელანის პატარა ნისლეული, აქტიურ ვარსკვლავთ წარმომქმნელ რეგიონში – NGC 346. ეს ვარსკვლავები იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ საერთო სახელით მოიხსენიებენ – HD 5980. დედამიწა-მზეს შორის მაძილზე ოდნავ მცირე დისტანციაზე(100 მლნ.კმ.) მდებარე თითოეულის ვარსკვლავის მასა 60-ჯერ აჭარბებს მზისას.

”ჩანდრა”(NASA).

 ამ წყვილიდან ერთ-ერთზე, 1994 წელს მძლავრი ანთება მოხდა, რომელიც ”ვარსკვლავურ ამოფრქვევად” შეიძლება კლასიფიცირდეს და ასტრონომები ამ ანთების თანმხლებ მოვლენებს ორბიტული ტელესკოპებით – ” XMM-ნიუტონი” და ”ჩანდრა”, 2000-2005 წლებში აკვირდებოდნენ. თავიდან, ყველაფერი არსებული თეორიების  მიხედვით მიდიოდა, ხოლო 2016 წელს კოსმოსის ამ ნაწილში უცნაურობები დაიწყო. მეცნიერები ელოდნენ, რომ ამასობაში HD 5980-ის ელვარე ნელა დაიკლებდა და საწყის მნიშვნელობას დაუბრუნდებოდა, მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო.

 კოსმოსის იმ ნაწილიდან, სადაც HD 5980 მდებარეობს, ამ დროის განმავლობაში რეგისტრირებულზე ორნახევარჯერ მეტი რენტგენი მოდიოდა(რენტგენის და სინქროტრონული გამოსხივება). ეს მოვლენა ხსენებული ნაკადების შეჯახებით თუ აიხსნება, მათში დაგროვებული ენერგიის, რენტგენის გამოსხივებად გარდაქმნით. მოვლენას პიკური ხასიათი აქვს, ნაკადთა შეჯახებას რენტგენის მძლავრი ანთება მოყვება, რომლის ინტენსიურობა სწრაფად ეცემა და ძველ მნიშვნელობას უბრუნდება.

 აღსანიშანავია, რომ ხსენებულ პიკებზე დაკვირვება და მათი რეგისტრაცია, HD 5980-ის კვლევებზე დაფუძნებულ ზოგიერთ თეორიას ანადგურებს, მათ შორის, ამ მონაცემთა ბაზაზე შექმნილ მათემატიკურ მოდელებსაც. როგორც ჩანს, ვარსკვლავური ქარების შეჯახებისას, აქამდე უცნობი პროცესები მოქმედებს, რომელთა ბუნება და მექანიზმი შემდგომი დაკვირვებებით უნდა გაირკვეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *