”ტელემეტრიის განხილვის მერე, კოსმოდრომზე მიხვდნენ, რომ გადატვირთვას ჩვენი დახრჩობა შეეძლო, რადგან რამდენიმე წამი მან 26g-საც კი მიაღწია. ჩემი და ოლეგის გულები გაჩერდა, მერე კი ისევ გააგრძელა ფეთქვა” – ვასილი ლაზარევი.
”სოიუზის” ავარია 43 წლის წინათაც მოხდა, მისია ”სოიუზ 18-1”-ის დროს. ეკიპაჟის წევრები ვასილი ლაზარევი და ოლეგ მაკაროვი, სადგურ ”სალიუტ 4”-ზე უნდა გადამსხდარიყვნენ. აფრენა 1975 წლის 5 აპრილს განხორციელდა და მხოლოდ 21 წუთი და 27 წამი გაგრძელდა. 261-ე წამზე მეორე საფეხური მოშორება არ მოხდა და რაკეტამ რყევა დაიწყო. ჩაირთო ავარიული სისტემა, პილოტირებული ნაკვეთური უკან წამოვიდა და ქალაქ გორნო-ალტაისკიდან სამხრეთ დასავლეთით დაეშვა. პიკურ გადატვირთვას გადარჩენილ კოსმონავტებს ახლა 1200 მეტრიდან დაგორება და ხრამში გადავარდნა ემუქრებოდათ, თუმცა გახსნილი პარაშუტი რაღაცას წამოედო და ქარაფამდე 152 მეტრით ადრე საშიში დაშვება შეწყდა.
დათოვლილ ფერდობზე -7 გრადუისიან ყინვაში გადმოსულმა კოსმონავტებმა სამაშველო ტანსაცლემი ჩაიცვეს. არ იცოდა რა ზუსტად სად იყვნენ, ჩინელებს რომ არ ჩავარდნოდათ ხელში, ლაზარევმა დაწვა დოკუმენტაცია, რომელშიც ორბიტაზე ჩასატარებელი ექსპერიმენტების გეგმა იყო დაწერილი.
სამაშველო ვერტმფრენი ფერდობზე ვერ დაეშვა, ხოლო სამაშველო ჯგუფი ზვავში მოყვა, სამბედნიეროდ, ყველა გადარჩა. კოსმონავტებამდე მისვლა ყველას გეოლოგებმა დაასწრეს და ადგილმდებარეობის დადგენის მეორე დღეს, ეკიპაჟი ვერტმფრენით წამოიყვანეს. ვერტმფრენის მეთაური გეოლოგის ბორტზე აყვანას ეწინააღმდეგებოდა, პროტოკოლით იყო აკრძალული, მხოლოდ მაკაროვის დაჟინებული მოთხოვნით აიყვანეს ისიც.
ამ ამბის მერე, მაკაროვმა კიდევ ორჯერ იფრინა კოსმოსში, ხოლო ლაზარევი დუბლირებას უწევდა ფრენებს, რადგან ავარიული დაშვების დროს გადატანილმა გადატვირთვამ ჯანმრთელობა დაუზიანა(სასტიკი კოსმოსი).