სინათლე მეზოსფეროდან: ვერცხლისფერი ღრუბლები

უჩვეულოდ მანათობელი ღრუბლები სულ უფრო მეტი რაოდენობით ჩნდება და ეკვატორისკენ ვრცელდება.

 ზაფხულობით, დილის ან საღამოს ბინდბუნდისას, ცაში იშვიათი სანახაობის მოწმე შეიძლება გავხდეთ – თხელი მანათობელი საფარი, რომელშიც ვარსკვლავების შუქი ჩანს. ეს, ვერცხლისფერი ღრუბლებია, ფორმირებული მეზოსფეროში, ყველა დანარჩენი ტიპის ღრუბლებს მაღლა. პირველად ისინი 1885 წელს, ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის შემდეგ შეამჩნიეს.

 უკანასკნელ წლებში ეს მოვლენა არც თუ ისეთი იშვიათი გახდა, ვერცხლისფერი ღრუბლები ზომაში იმატებენ, უკეთესად ჩანან და ეკვატორთან ახლო განედებზეც დაიწყეს გამოჩენა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

 ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ვერცხლისფერი ღრუბლების გამოჩენა კლიმატის ცვლილების ადრეული მოწმობაა, რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებზე აისახება. ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანის მოხვედრა ვერცხლისფერი ღრუბლების გამოჩენის სიხშირესა და ფორმირების ინტენსიურობას ზრდის. ”როცა მეთანი ატმოსფეროს ზედა ფენებში ხვდება, ის მთელ რიგ ქიმიურ ცვლილებებს განიცდის, რის შედეგადაც წყლის ორთქლი წარმოიქმნება” – ამბობს ნასელი მკვლევარი ჯეიმს რასელი. იმ განედებზე, სადაც ვერცხლისფერი ღრუბლები შეიმჩნევა, წყლის ორთქლი დიდ სიმაღლეებამდე ადის, მტვრის ნაწილაკების გარშემო კრისტალიზდება, რომლებიც მეტეორიტების შემოჭრის, ვულკანური ამოფრქვევებისა და რაკეტების გაშვების შედეგად ხვდება ატმოსფეროში. ეს ღრუბლები გამჭვირვალეა, ხოლო როცა მათ მზე ჰორიზონტს ქვემოდან ანათებს, მანათობელი ბოლის სახით დაიმზირება ვარსკვლავების ფონზე.

 ადრე, ვერცხლისფერი ღრუბლების ინტენსიურობა მზის აქტიურობის 11 წლიანი ციკლის მინიმუმს ემთხვეოდა, 2013 წელს კი მოვლენა მნათობის აქტირობის დროსაც დაიმზირებოდა. ელვარე ვერცხლისფერი ღრუბლები, ნასას მონაცემებით, გამოჩენას აგრძელებენ, გამოჩენის ტერიტორიათა გაფართოებით (მეტეორიტული კვამლი: ღრუბლიანი გამოცანა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.