სიგნალები კოსმოსიდან, მისტიფიკაცია თუ სენსაცია?

 ასტრონომთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ვარსკვლავიდან უჩვეულო სიგნალები მოდის, რომლებიც კავშირგაბმულობის სისტემების მუშაობას ჰგავს. მეცნიერები ნაადრევი ხმაურის ატეხას არ აპირებენ, თუმცა, ათასწლეულის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვართან შეიძლება ვიდგეთ.

 უცხოპლანეტელ მოაზროვნე არსებებთან რაიმე ტიპის კონტაქტზე ყველა ოცნებობს, თუნდაც ისინი უზარმაზარი ხოჭოები ან ენერგოფორმები იყონ. ამიტომაც არის, რომ  ყოველი უცნაური სიგნალისა თუ ენერგეტიკული ფლუქტუაციბის აღმოჩენისას, მასმედიაში ასეთი ტიპის სათაურები ჩნდება – ”კაცობრიობამ უცხოპლანტელთა კვალი აღმოაჩინა”, ან ”ნაპოვნია უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურები”, თუმცა ეს ყველაფერი შემდეგ, სპეკულიაციებისა და თეორიების საზრდოდ გადაიქცევა ხოლმე.

 იდუმალი სიგნალები

 სკეპტიკური დამოკიდებულება იმას არ ნიშანავს, რომ მეცნიერები კოსმოსიდან მიღებული სიგნალების იგნორირებას ახდენენ. ლავალის უნივერსიტეტის(კანადა, კვებეკი) სპეციალისტებმა, ბორამ და ტროტემ, ნაშრომი გამოაქვეყნეს, სათაურით – მზის ტიპის ვარსკვლავთა პერიოდული სპეციფიური მოდულაციები. ჟურნალში – Publications of the Astronomical Society of Pacific, რამაც მსოფლიოს ასტრონომთა ყურადღება მიიპყრო.

 ხსენებულმა მენციერებამა, სლოანისეული ცის ციფრული დამზერის(SDSS) მონაცემთა გამოყენებით, 2,5 მილიონი ვარსკვლავის ანალიზი ჩაატარეს. მათ შორის, 234 ვარსკვლავი იქნა აღმოჩენილი, რომლებსაც ანომალური ქცევა ახასიათებდათ. ბორას მტკიცებით, ამ ვარსკვლავებიდან გამოსხივბეული იმპულსები ” ETI(არამიწიერი მოაზროვნე ცივილიზაციები)-ს მიერ რეპროდუცირებულ სიგნალებს ჰგავს”.

 პროგნოზირება, მენციერული მეთოდოლოგიის მთავარი შემადგენელია. შემუშავების პროცესში თეორია ფაქტებით მდიდრდება და სულ უფრო სრულყოფილი ხდება, მას მოვლენათა წინასწარმეტყველებაც კი შეუძლია. ამის საუკეთესო მაგალითია – აინშატაინი და მისი ფარდობითობის თეორია. ეს 234 ვარსკვლავი შემთხვევით არჩეული არ არის. მათი უმრავლესობა F2-K1 სპექტრულ დიაპაზონში ანათებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ შედარებით პატარა დიაპაზონში ჩვენი მნათობის გამოსხივებაც შედის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მზის ორბიტაზე მოაზროვნე არსებები ცხოვრობენ, რომელთა კვალი ვერა და ვერ მოვძებნეთ სხვაგანაც. ეს დამთხვევაა?

 თეორიები და ფაქტები

 დიახ, ეს უბრალო დამთხვევა შეიძლება იყოს, რეალობა კი ყველა შესაძლო ჰიპოთეზაზე საინტერესო. ავტორები ხუთ ძირითად მიზეზს გამოყოფენ, რამაც ასეთი სპექტრული ”სიგნალები” შეიძლება წარმოქმნას: მოლეკულური წანაცვლებები, ფურიეს გარდაქმნები სპექტრთან მიმართებაში, თვითონ ამ ვარსკვლავთა სწრაფი პულსაცია, დამზერის მოწყობილობის ხარვეზები, ბოლოს, სულ ბოლოს – უცხო ცივილიზაციების აქტიურობა. ზოგიერთი მიზეზი მაშინვე იქნა უგულებელყოფილი: მოლეკულური წანაცვლება და სწრაფი პულსაცია, ხოლო ფურიეს გარდაქმნათა ვარიანტი ნაკლებად შესაძლებლად მიიჩნიეს. საბოლოოდ, ორი ვარიანტი რჩება: ან  სლოანისეული სისტემები გვატყუებს, ან მართლაც უცხო ცივილიზაციების ტექნოლოგიათა სიგნალები დავაფიქსირეთ.

გრაფიკი საჭირო დიაპაზონში რეგისტრირებული სიგნალების რაოდენობას გვიჩვენებს.

 რას წარმოადგენს იდუმალი სიგნალები? ეს სინათლის განსაკუთრებული იმპულსებია, გამოყოფილი  დროის მუდმივი ინტერვალებით. ბორამ ასეთი ტიპის სიგნალების გამოჩენა 2012 წელს ”ქაღალდზე” ივარაუდა და ეს სწორედ ისაა, რაც 5 წლის მერე, ასტრონომებმა პრაქტიკული დაკვირვებების დროს აღმოაჩინეს. როცა ვარაუდი ასეთი სიზუსტით მართლდება, მართლაც რომ ხმაურიანი განცხადებები უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს არ ხდება. რატომ?

სრულად რობოტიზირებული 2,4 მეტრი სარკის მქონე ოპტიკური ტელესკოპი(ლიკის ობსერვატორია, ჰამილტონის პიკი, სანხოსე, კალიფორნია, ა.შ.შ.).

 თვით ავტორთა აზრით, ”არსებობს ძალიან პატარა, თუმცა არა ნულოვანი შანსი, რომ სიგნალები ამ ვარსკვლავთა თავისებური ქიმიური შემადგენელით იყოს გამოწვეული”. მართლაც, სანამ არ არსებობს დედამიწიდან საკმაოდ შორს მდებარე ვარსკვლავთა ქიმიის შესასწავლი სანდო მეთოდი, ასეთ თეორიას არსებობის უფლება მართლაც აქვს.

ბოლოს

 დაკვირვებები, ეგზოპლანეტების ავტომატური მძებნელით(APF) გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ Breakthrough(გარღვევა)-ის ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა აღმოჩენების მეცნიერული კრიტიკითაც არის დაკავებული, ამ ნამუშევრის მიმართ სკეპტიკურად განეწყო. რიოს(რიო-დე-ჟანეიროს 51-ე ასტრონომიული კონგრსი) სკალის მიხედვით ეს აღმოჩენა 0-1-ს შორის ხვდება, რის გამოც მეცნიერები თვლიან, რომ იყურადღებას არ იმსახურებს(ისევ სწრაფი რადიოანთებები; WOW და სხვა სიგნალები…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.