საფრთხე მთვარეზე

 მეტეორიტულ ბომბარდირებას მთვარე 100-ჯერ მეტი სიხშირით განიცდის, ვიდრე დედამიწა. ეს ბომბარდირებები, მომავლის კოსმოსურ დასახლებებს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის(Nature).

lro ასტრონომებმა მთვარის ზედაპირის ფოტოები შეისწავლეს, რომლებიც მთვარის ორბიტალურმა მზვერავმა(LRO) გადაიღო. 2009 წლიდან დაწყებული, თანამგზავრის კამერამ მთვარის ზედაპირის მაღალი გარჩევადობის მილიონამდე გამოსახულება გადმოსცა. 14 ათას მათგანზე, ზედაპირის ერთი და იგივე მონაკვეთებია აღბეჭდილი, რაც შედარებითი ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა.

 მეცნიერებმა 222 ახლად ფორმირებული კრატერი აღმოაჩინეს, რომელთა დიამეტრი რამდენიმე მეტრიდან, ათეულობით მეტრამდე ვარირებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთვარეზე ხდება მეტეორიტების მუდმივი ცვენა. გამოვლენილი იქნა რელიეფის 47 ათასი ცვლილებაც, რომლებიც მაღალი სიჩქარით შეჯახების შედეგად გატყროცნილი გამდანრი ქანების გაფანტვით წარმოიქმნა.

 მკვლევართა შეფასებით, მეტეორიტული წვიმები დიდი რაოდენობით მთვარის მტვერს წარმოქმნის, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა ილექება. ანუ, ამერიკელი ასტრონავტების ნაფეხურებიც ნავარაუდევზე უფრო ადრე გაქრება(2022 წლისთვის მთვარეზე პირველი დასახლება იქნებადასახლება მთვარეზე – გამოწვევა სამეცნიერო ინჟინერიისთვის).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.