სამი ეგზოპლანეტა დედამიწიდან 40 სინათლის წლის მანძილზე

 არსებობს თუ არა სიცოცხლე მზის სისტემის ფარგლებს გარეთ? თუ არსებობს, ის შეიძლება ახლადაღმოჩენილ ეგზოპლანეტებზე იმალებოდეს, რომლებიც მზესთან ახლოს მდებარე ზეცივ ჯუჯასთან აღმოაჩინეს(Nature).

 ამ ეგზოპლანეტების აღმოჩენა მოწყობილობა TRAPPIST-ის საშუალებით მოხერხდა, რომლის 60 სანტიმეტრიანი ტელესკოპი ახლოს მდებარე, ძალიან ცივი და მკრთალი ჯუჯა ვარსკვლავების კვლევაზეა ორიენტირებული. ბელგიელი მენციერები, რომლებმაც ეს ინსტრუმენტი შექმნეს, ჯუჯა ვარსკვლავებს ინფრაწითელ დიაპაზონში უყურებენ და მათ გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტებს ეძებენ.

 ულტრაცივი ჯუჯა ვარსკვლავი – 2MASS J23062928-0502285, რომელსაც ახლა TRAPPIST-1 შეარქვეს, რვაჯერ პატარაა მზეზე. 2015 წლიდან დაწყებული, მეცნიერები ამ ვარსკვლავის რეგულარულ(დროის ერთნაირი ინტერვალებით) ინფრაწითელ ჩაბნელელებს ამჩნევდნენ და მის გარშემო მოძრავი ობიექტების არსებობა ივარუდეს.

 რამდენიმე თვიანი დაკვირვებების მერე დამტკიცდა, რომ ეს ობიექტები, დედამიწისა და ვენერას ზომის ეგზოპლანეტბია. ყველაზე უფრო შიგა პლანეტები 1,5 და 2,4 დღიანი პერიოდებით მოძრაობენ ჯუჯას გარშემო და ორჯერ მეტ გამოსხივებას იღებენ მისგან, ვიდრე დედამიწა მზისგან. მესამე კი უფრო მოშორებით უნდა იყოს, ბრუნვის 4-დან 73-მდე დღიანი პერიოდით და თავისი ვარსკვლავისგან იმაზე ნაკლებ ენერგიას მიიღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან. მათი ზომებისა და ულტრაცივ ჯუჯა ვარსკვლავთან ახლოს მდებარეობის გათვალისწინებით, სამივე პლანეტას შეიძლება ჰქონდეს მონაკვეთები, სადაც ტემპერატურა 1300 С-ზე ნაკლებია, ანუ თავსებადია თხევადი წყლისა და სიცოცხლის არსებობისთვის.

 იმის გამო, რომ ამ სისტემამდე მანძილი 40 სინათლის წელია, მეცნიერები მათი ატმოსფეროების კომპოზიციის შესწავლას შეძლებენ, ასევე შეაფასებენ არის თუ არა იქ სიცოცხლის ჩასახვისათვის თავსებადი გარემო და უკვე ხომ არ ჩაისახა იგი(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს; ეგზოპლანტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.