შვედეთის (თენდალენი) ცაში, ცისარტყელასავით ფერადი, ნათელი ღრუბლები, 3 იანვრის საღამოს გამოჩნდნენ. ეს იშვიათი მოვლენა, სადაფისფერი ღრუბლების სახელით არის ცნობილი. დაუვიწყარი სანახაობა ერთ-ერთი ტიპის პოლარულ-სტრატოსფერული ღრუბლების დამსახურებაა, რომლებიც მოწმენდილ ცაზე სტრატოსფეროს ქვედა ფენებში, ანომალურად დაბალი ტემპერატურის (-78 °C) პირობებში წარმოქმნილი ყინულის კრისტალებით ფორმირდება. 15-25 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარე ღრუბლები, ასეთ ფერებს მზის ჩასვლის ან ამოსვლის წინ იღებენ (მოვერცხლისფრო ღრუბლები და მეტეორი საქრთველოს ცაზე; ჰალოს ფენომენი).
