საბჭოთა საიდუმლო ობსერვატორია კოსმოსის კვლევას აგრძელებს…

 ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან, ჰაერის მაღალი ხარისხითა და თერმული წყლებით ცნობილი აბასთუმანი(bbc), რომანოვების სამეფო ოჯახის კურორტს წარმოადგენდა. ნიკოლოზ მეორეს ძმა, გიორგი რომანოვი, ასტრონომიით იყო გატაცებული და სწორედ მისი მონდომებით, აბასთუმანში პირველი ტელესკოპი იქნა აგებული. იმ საუკუნის პირველი 20 წელი, ეს ქალაქი რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ ელიტარულ სამეცნიერო და კულტურულ ცენტრად ითვლებოდა.

 1932 წლიდან, როცა საქართველო უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, აბასთუმანი ოფიციალურ საბჭოთა ობსერვატორიად იქცა. საბჭოეთის ინტერესი კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართ, პირველი თანამგზავრის – „სპუტნიკი“, ორბიტაზე გაყვანით დაგვირგვინდა. ასტრონომიული წარსულისა და სტაბილური კლიმატის გამო, აბასთუმნის ობსერვატორია მნიშვნელობით მეორე იყო, ყირიმის ობსერვატორიის მერე. პირველი ტელესკოპი, 1937 წლის დროინდელი 40 სანტიმეტრიანი Zeiss-ის რეფრაქტორი ახლაც მწყობრშია.

abastuman obs

 ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა აქ, დიდი მეცნიერის, ევგენი ხარაძის ხელმძღვანელობის დროს ხდებოდა, 1932 წლიდან 1991 წლამდე, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოაცხადებამდე. რომან კილაძემ, მაგალითად, პლუტონის თანამგზავრის – ქარონი, არსებობა აღმოჩენამდე(1978) ერთი წლით ადრე ივარაუდა. მიხეილ ვაშაკიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კობოსმაგვარი ნისლეულის პოლარიზებული გამოსხივება აღმოაჩინა. „ქართველი ასტრონომები პრაქტიკით იყვნენ დაკავებულნი. რუსები, თავიანთ ოფისებში ისხდნენ, ქართველები კი ზამთრის ცივ ღამეებს ტელესკოპებთან ათენებდნენ და მიღებულ მონაცემებს რუსულ სისტემებს გადასცემდნენ“ – იხსენებს აქტიური გალაქტიკების ბირთვების მკვლევარი, ასტროფიზიკოსი ბიძინა კაპანაძე.

 „საბჭოთა რეჟიმის მიერ გულუხვად ფინანსირებული ქართველი მეცნიერები თავდაუზოგავად შრომობდნენ და ყოველ რამდენიმე წელიწადში ახალ-ახალ ტელესკოპებს იღებდნენ(ბოლო ტელესკოპი აქ 1977 წელს დაამონტაჟეს). შემდეგ, 90-იანი წლები მოვიდა – უკანონობამ, უდენობამ, უხელფასობამ ობსერვატორია სრულ განადგურებამდე კინაღამ მიიყვანა“ – ამბობს ობსერვატორიის ახლანდელი დირექტორი, ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – მაია თოდუა.

todua
მაია თოდუა და კარლ ცაისის რეფრაქტორი.

 2004 წლის “ვარდების რევოლუციის“ მერე, 2008 წლიდან, ობსერვატორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აფინანსებს. იმავე დროს, საერთაშორისო განვითარების ამერიკული პროგრამით USAID, ობსერვატორიის ნაწილი მუზეუმად იქნა გარდაქმნილი: ევგენი ხარაძის ოფისი წინანდელ სახემდე იქნა აღდგენილი, რასაც მაია თოდუაც ადასტურებს.

 ამით ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრა. ფინანსირება მინიმალურია. ობსერვატორიის თავზე, თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა. თოდუასა და მისი ჯგუფის თხოვნას კი ქართული ავიაციის ხელმძღვანელობა არაფრად აგდებს.

 14 ტელესკოპიდან, მხოლოდ 2 მუშაობს, დანარჩენი 12-იდან ნებისმიერის შესაკეთებლად ასობით ათასი დოლარია საჭირო, ობსერვატორიის 2 მილიონ ლარიანი ბიუჯეტის 85%, 150 თანამშრომლის ხელფასებზე მიდის, რომელიც ისეც წარმოუდგენლად დაბალია.

 საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაც დიდ ფულს მოითხოვს. ამერიკულ მეცნიერულ ჟურნალებში პუბლიკაციების განსათავსებლად, ასობით და ათასობით დოლარის გადახდაა საჭირო. „ადრე, ჩვენი პუბლიკაციები მხოლოდ საბჭოთა „ასტრონომიულ ჟურნალში“ ქვეყნდებოდა“ – დასძენს ბიძინა კაპანაძე.

kapanadze bizina
ასტრონომი რაგული ინასარიძე.

 პრობლემების მიუხედავად, ობსერვატორიის მეცნიერები იმას ჯერდებიან, რაც აქვთ: 1957 წლის დროინდელი ტელესკოპი, სხვებისგან არგანსხვავებული HP-ის კომპიუტერი და კამერის სამართავი მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა.

 „სიძნელეების მიუხედავად, დაკვირვებების ჩატარებას მაინც ვახერხებთ, მათ გამოქვეყნებას საერთაშორისო ჟურნალებში. ხარისხი მაღალია“ – ამბობს თოდუა.

 თუ მოინდომებ, მუშაობა ანტიკვარული მოწყობილობითაც შეიძლება. თოდუა, 1902 წლის ერიქსონს გვიჩვენებს, საათს რომელიც ტელესკოპის მენისკის პოზიციონირებისთვის გამოიყენება. ამ საათის ქანქარა, დედამიწის მოძრაობასთან შესაბამისობაში ირხევა. 113 წლის საათი ახლაც შესანიშნავ მდგომარეობაშია.


პირდაპირი ეთერი აბასთუმნიდან.


პირდაპირი ეთერი თბილისიდან.


პირდაპირი ეთერი ბაზალეთიდან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.