რგოლების რუკა

 გაადიდეთ ეს გამოსახულება და სატურნის გაყინული რგოლების გასწვრივ მოგზაურობას შეძლებთ. მაღალი გარჩევადობის რუკა, ბუნებრივ ფერებში გადაღებული ფოტოებით არის აწყობილი. გადაღების დროს, კოსმოსური აპარატი ”კასინი”, რგოლების გუნათებელი ნაწილის თავზე 2,5 საათის განმავლობაში მიფრინავდა. უკეთ ორიენტირებისთვის, რგოლების ყველაზე დიდი ნაწილები და მათ შორის არსებული სიცარიელეები, სახელებით არის აღნიშნული, გიგანტური პლანეტის ცენტრიდან გადათვლილი მანძილის ჩათვლით. ისტორიულად ჩამოყალიბებული, სატურნის რგოლების ანბანური სახელები, მათი აღმოჩენის მიმდევრობას ეფუძნება. ელვარე А და В რგოლები, კასინის სიცარიელე ყოფს. რგოლების მდებარეობის მიმდევრობა პლანეტიდან დაშორების მიხედვით ასეთია: D,C,B,A,F,G,E.(სუსტი G და E ნაჩვენები არ არის). 29 ნოემბერს, ”კასინი” ამ გაზის გიგანტის ყველაზე დიდი თანამგზავრის, ტიტანის ახლოს გაიფრენს და მისი გრავიტაციის გამოყენებით ელიფსურ ორბიტაზე გადავა და 20 წრეს შემოუვლის პლანეტას, თან ზედ რგოლების თავზე იმოძრავებს. 4 დეკემბერს კი რგოლების სიბრტყეში ჩაიძირება, F რგოლის ფარგლებს გარეთ, 11 000 კილომეტრით შორს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.