რა არის თეთრი ღამეები?

 თეთრი ღამეები, მთელი ღამე გაგრძელებული ბინდია. ასტრონომიულ ბინდს უწოდებენ დროის იმ ნაწილის, როცა მზე ჰორიზონტს ქვემოთ მცირე სიღრმეზეა ჩასული.

 ბინდს სამი გრადაცია აქვს. ე.წ. სამოქალაქო ბინდი, მზის ჩასვლის თანავე იწყება და ჰორიზონტს ქვემოთ 6 გრადუსზე ჩაძირვამდე გრძელდება. ამ დროს ჯერ ისევ ნათელია და ვარსკვლავებიც არ ჩანს. სამოქალაქოს, სანავიგაციო ბინდი მოყვება, როცა ელვარე ვარსკვლავები უკვე კარგად ჩანს და მათი საშუალებით კოორდინატების დადგენაა შესაძლებელი. როცა მზე 12 გრადუსამდე ეშვება ჰორიზონტს ქვემოთ, ასტრონომიული ბინდი იწყება. ყველა ვარსკვლავი კარგად ჩანს, თუმცა ცა ოდნავ მაინც არის განათებული და სუსტი ნისლეულების დამზერას ართულებს.

 ითვლება, რომ სრულფასოვანი ასტრონომიული ღამე მაშინ იწყება, როცა მზე 18 გრადუსზე ქვემოთ არის ჩასული. აისამდე ეს გრადაციები უკუმიმართულებით იცვლება: ასტრონომიული, სანავიგაციო და სამოქალაქო.

 სამხრეთ განედებზე, მზე ციცაბო ტრაექტორიით ეშვება ჰორიზონტისკენ და ბინდის სამივე საფეხურს სწრაფად გადის. დაისიდან ასტრონომიულ ღამემდე სულ რაღაც ნახევარი საათი გადის, ან უფრო ცოტაც. მაღალ განედებზე მზე ბლაგვი კუთხით უახლოვდება ჰორიზონტს და მის ქვეშ ნელა ეშვება. ზაფხულში თან, შუაღამესაც კი ვერ გადის ბინდის ზონას, რომ უკვე აისი იწყება. ანუ სრულფასოვანი ასტრონომიული ღამე დადგომას ვერ ასწრებს. სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ თეთრ ღამეებს.

 ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზე ყველაზე უფრო მაღლა 21 ივნისის მზის დგომისას ადის. ამ დღეს 66,5 გრადუსიანი განედიდან ჩრდილოეთით, მზე საერთოდ არ ჩადის, დაიმზირება ე.წ. პოლარული დღე(მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.