პოლარული ნათება და აისი

 საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან(სკს) პოლარული ნათების სიწარმტაცით ტკბობა, მხოლოდ მზის ამოსვლამდეა შესაძლებელი, რადგან ამის მერე დედამიწა გადაჭარბებულად ელვარე ხდება. სკს ძალიან სწრაფად მოძრაობს დედამიწის გარშემო, ამიტომ მომდევნო აისამდე 47 წუთზე ცოტა რჩება. ამ ფოტოზე პოლარული ნათება სკს-ს ქვეშ და მარჯვენა ზემო კუთხეში ჩანს, ხოლო აისი, მარცხენა ზედა კუთხიდან ახლოვდება. კოსმოსიდან დანახული პოლარული ნათება ნამდვილად მომაჯადოებელია, მისი ცვალებადი ფორმა უზარმაზარ ამებასაც შეიძლება შევადაროთ. ეს მოვლენა მაშინ ხდება, როცა პლანეტის მაგნიტური ველის მიერ დაჭერილი, მზიდან ამოფრქვეული მაღალი ენერგიის მქონე ელექტრონები და პროტონები, ატმოსფეროს შემადგენელ გაზს აღაგზნებს და ნათებას აიძულებს მას. სკს-ს ორბიტაც თითქმის იმავე სიმაღლეზეა, რომელზეც პოლარული ნათება წარმოიქმნება. სადგურს მასში გავლა ხშირად უწევს, თუმცა ეს არც ასტრონავტების ჯანმრთელობას ვნებს და არც ნათებას უცვლის ფორმას(კიდევ პოლარული ნათებისა და სკს-ს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.